Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელებს რუსული არყის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

ამერიკული გაზეთის Daily News-ის ჟურნალისტმა ჯოანა მოლოიმ, რომელსაც გაზეთში საკუთარი სვეტი აქვს, მკითხველებს რუსული არყის ბოიკოტირებისკან მოუწოდა. პროტესტის საფუძველი რუსული პანკ ჯგუფ  Pussy Riot-თან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალია, რის შედეგადაც ჯგუფის წევრებს პატიმრობა მიუსაჯეს. ,,ახლა, როდესაც პუტინმა გოგონები გულაგში გაამწესა, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა შევიძინოთ რუსული არაყი ან რატომ უნდა დავესწროთ სოჭის 1014 წლის ზამთრის ოლიმპიადას,” – წერს მოლოი. არაყი ყველაზე ცნობილი რუსული პროდუქტია, რომელიც ამერიკაში იყიდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი - Stolichnaya- უკვე წლებია, ლატვიაში იწარმოება და რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. რუსეთიდან არყის უმსხვილესი მიმწოდებელი აშშ-ს ბაზრისთვის არის კომპანია ,,რუსსკი სტანდარტი”. რუსი ექსპერტები მწარმოებლებს ამშვიდებენ. სააგენტო ,,ციფრას” დირექტორის – ვადიმ დრობიზის თქმით, ეს რუსული პროდუქციის ბოიკოტირებისკენ მოწოდების პირველი შემთხვევა არ არის. “ მსგავსი მოწოდებები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროსაც გაისმოდა, მაგრამ ამას რუსული პროდუქციის გაყიდვებზე არ უმოქმედია,”- განაცხადა მან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული