Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ჭაშნიკი ქუთაისში

24-25 თებერვალს ღვინის კლუბის ტრენინგი - "ღვინის დაჭაშნიკება" ქუთაისში გაიმართა

ტრენინგის პარტნიორი ააიპ „ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივა“ იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, იმერეთში მცირე  და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს პროექტებს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს რეგიონში მეწარმეების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევაზე და ატარებს ტრენინგებს მცირე მეწარმეების პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით.

ააიპ „ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივა“ დასავლეთ საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ღვინის კლუბთან ერთად, რეგიონის მცირე მარნების მეღვინეების აქტიურ მხარდაჭერას გეგმავს. სწორედ ამ პროექტის პირველი ღონისძიება იყო 24–25 თებერვალს გამართული ტრენინგი, "ღვინის დაჭაშნიკება (როგორ დავაგემოვნოთ ღვინო)", რომელსაც ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია უძღვებოდა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 27-მა მსმენელმა - იმერეთის, ლეჩხუმის საოჯახო მეღვინეობებისა და მცირე მარნების, ღვინის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა.

ტრენინგზე იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ როგორ დამწყები, ისე უკვე გამოცდილი მეღვინეები და ის საოჯახო მარნებიც, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ახალი ღვინის ფესტივალში და დღეს წარმატებით ყიდიან ღვინოს ქართულ ბაზარზე. ტრენინგს ესწრებოდნენ ასევე მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელები და ქუთაისში უკვე პოპულარული ღვინის ბარის, "საფერეს" წარმომადგენელი.


ტრენინგზე გაისინჯა 10 სხვადასხვა დასახელების ღვინო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა სტილის ქართული ღვინო. გამოცდისთვის ტრადიციულად კიდევ ორი ღვინო გაისინჯა.  

ტრენინგი აქტიურ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და რამდენიმე მონაწილე საოჯახო მარანმა  საკუთარი ღვინოც მოიტანა დასაჭაშნიკებლად. უნდა ითქვას, რომ გასინჯული ადგილობრივი ღვინოების უმრავლესობამ ტრენინგის მონაწილეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა და მათ უახლოეს მომავალში ახალი ღვინის ფესტივალზე და შესაბამისად, ქართულ ბაზარზეც ვიხილავთ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული