Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

G.Vino-ს კონცეფცია და მიმართულებები - ინტერვიუ გიორგი აივაზიანთან და გურამ მაისურაძესთან

G.Vino ნატურალური ღვინის ბარია. როგორც დამფუძნებლები, გურამ მაისურაძე და გიორგი აივაზიანი აღნიშნავენ, ერთი საერთო მიზანი აქვთ: მიიტანონ ყველაზე უნიკალური და ნამდვილი გემოები ღვინის მოყვარულ ადამიანებამდე. აქ არ შეხვდებით დიდი წარმოების ინდუსტრიულ ღვინოებს, ვერც პატარა მარნებს, რომლებიც არ იყენებენ ტრადიციული (ნატურალური) ღვინის დაყენების პრაქტიკას. მათი მიგნება ძალიან მარტივად, თითქმის ყველგან შეგიძლიათ. გთავაზობთ G.Vino-ს  დამფუძნებლებთან ინტერვიუს, რომლებიც თავიანთი კონცეფციისა და მიმართულებების შესახებ საუბრობენ. 

- მოგვიყევით, როგორია G. Vino-ს დაარსების ისტორია, როგორ მოხვედით დღემდე?

- G.vino-ს ისტორია იწყება 2014 წლიდან. მთავარი სურვილი იყო ის, რომ გაჩენილიყო ლამაზი სივრცე თბილისში, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებოდათ, რომ ესაუბრათ ჭიქა ღვინოსთან. ეს  კულტურა აუთვისებელი იყო მაშინ. მიმართულებაზეც ბევრი ფიქრი მოგვიწია, რადგან ჩვენ დიდად გათვითცნობიერებულები არ ვყოფილვართ მაშინ. ბოლოს შევჯერდით ნატურალურ ღვინოებზე, რადგან მცირე მარნების ნატურალური ღვინოები განსაკუთრებით პოპულარული იყო მაშინ, თუმცა ბევრისთვის ჯერ კიდევ უცხო. ენთუზიაზმი იყო ზუსტად ის, რაც გვამოძრავებდა და რითიც ვიმხნევებდით თავს. ნელ-ნელა მოთხოვნა გაჩნდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან. შემდეგ კონკურენციაც გაიზარდა, ჩვენც გავფართოვდით და ხარისხი უფრო გავაუმჯობესეთ კიდეც. ჩვენთან არის ბიო, ნატურალური, ბიოდინამიური, ერთი სიტყვით, ინდუსტრიულისგან ყველა განსხვავებული მიმართულება. 
- რა არის G-vino-ს მთავარი იდეა?
- ჩვენ გვამოძრავებს ერთი საერთო მიზანი: მივიტანოთ მომხმარებლამდე (ბარსა თუ მაღაზიაში) ყველაზე უნიკალური და ნამდვილი გემოები. აქ თქვენ ვერასდროს ნახავთ დიდი წარმადობის კომპანიებს. ვერც მცირე მარნებს, რომლებიც არ იყენებენ ტრადიციული (ნატურალური) ღვინის დაყენების პრაქტიკას. მათი მიგნება ძალიან მარტივად, თითქმის ყველგან არის შესაძლებელი. ჩვენთან მხოლოდ ის გულანთებული მეღვინეები არიან, რომლებიც მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მაინც ღვინის დაყენების ნატურალურ მეთოდებს მიმართავენ. ეს არის ვენახები, რომლებიც არ იწამლება შხამ-ქიმიკატებით. ვენახები, რომლის თითოეული მტევანი ხელისგულზეა ნატარები. ღვინოები, რომლებიც ვენახის ადგილმდებარეობას და იმ კონკრეტული წლის მოსავლის თავისებურებას ასახავენ. ღვინოები, რომლებიც დაწურულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან, არ შეიცავენ არანაირ საღებავებს, კულტურულ საფუარს ან დამატებითი გემოს/სურნელის შემძენ ნივთიერებებს. ღვინოები, რომლებიც თავიანთი ნამდვილი და ცოცხალი გემოებით ანგრევენ მითებს და ცდებიან ჩარჩოებს. სწორედ ასეთი მეღვინეებისა და ღვინოების სწორად წარმოჩენა არის ჩვენი მთავარი მამოძრავებლი.

- რა იყო მოულოდნელობა/დაბრკოლება ან სირთულე G.vino-ს ისტორიაში, რომელიც რთულად გადასალახავი აღმოჩნდა?

- ყველაზე რთულად გადასალახი მაინც პანდემიის პერიოდი იყო. ჯივინო მდებარეობდა ერეკლე II-ის ქუჩაზე, სადაც ჩვენი სტუმრების უმრავლესობა ბუნებრივი ღვინის და ავთენტური ქართული კერძების მოყვარული ტურისტები იყვნენ. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ იყო. როგორც იცით, ტურისტული უბნები დიდი პოპულარობით არც ადგილობრივებს შორის სარგებლობენ. ჩვენ თვისობრივად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა ფასების მიმართ როგორც ღვინოზე, ასევე კერძებზე, განვაახლეთ ვებ გვერდი, შევქმენით ნატურალური ღვინის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია www.gvino.me და მრავალი სხვა, რამაც ეს პერიოდი რთულად, მაგრამ მაინც წარმატებით გადაგვალახინა. 

- როგორი იყო მომხმარებლების ინტერესები G.vino-ს მიმართ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში?
- პანდემიის შემდგომ ერეკლეს ქუჩა სრულად შეიცვალა. იქ მოსერნე ნაკადის უმრავლესობა სტანდარტულ, არაფრით განსხვავებულ კერძებს და ღვინოებს ითხოვდნენ. ქუჩის იერსახეც უფრო ტურისტებზე მორგებული გახდა, სადაც ჭარბად ისმის მუსიკა მეზობელი კაფე-რესტორნებიდან, შემოდის ჩილიმის სურნელი და მომსახურე პერსონალი ცდილობს მთელი ძალით შეიპატიჟოს იქ მოსეირნე ადამიანები. ქუჩის ასეთი სახე აღარც ჩვენ მოგვწონდა და არც ჩვენ სტუმრებს, ამდენად იქ ჩვენ ადგილს ვეღარ ვხედავდით და ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით განვითარება გადავწყვიტეთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული