Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Foodex Japan-ზე მონაწილეობას საქართველოც მიიღებს

Foodex Japan ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ტარდება. ოთხი დღის განმავლობაში გამოფენა მსოფლიოს ყველა მხრიდან გამორჩეულ მეღვინეობებსა და ღვინის პროფესიონალებსაც უმასპინძლებს. გამოფენაზე სხვა ქვეყნებს შორის საქართველოც და ქართული ღვინის კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას.

Foodex Japan, როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, ცდილობდა კვების ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სოციალური პასუხების ამოხსნას, თუმცა ახლა მთავარი საკითხი მუშახელის დეფიციტის შემცირება და პროდუქტიულობის გაზრდაა, ასევე სამაცივრე ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება. ამის მიზანი კი ისაა, რომ ხელი შეეწყოს მუშახელის დაზოგვასა და საკვების შედარებით ნაკლებად დაკარგვას. გარდა ამისა, საკვების სწრაფად მიწოდება და ალტერნატიული მასალების შემუშავება ბუნებრივი გარემოს შესარჩუნებლად მათი ერთ-ერთი მისიაა: “Foodex Japan კვების ინდუსტრიაში სხვადასხვა გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს, ასევე ხელს შეუწყობს კომპანიების პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას" - ვკითხულობთ გვერდზე. 

საქართველოდან ღვინოებს წარადგენს GWS Wines, როგორც მათი “ბრენდ ამბასადორი”, ქეთი კენკიშვილი გვიამბობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა, რადგან იაპონური ბაზარი ნამდვილად გამოირჩევა ხარისხითა და დიდი პერსპექტივით. ეს ერთადერთი გამოფენაა იაპონიაში, რომელში მონაწილეობის მიღებასა და ორგანიზებასაც ღვინის ეროვნული სააგენტო უჭერს მხარს: ”ზოგადად იაპონიის ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ბაზარია. GWS Wine-ს ღვინოები უკვე დიდი ხანია, რაც იაპონურ ბაზარზეა წარმოდგენილი. ახლაც, ჩვენი მიზანი ისაა, რომ ეს არეალი განვავითაროთ, გავზარდოთ გაყიდვები და ჩვენი ღვინის წარმომადგენლობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობის მიღების დადასტურება Foodex-დან. კომპანიის 4-მა ღვინომ მოიპოვა ოქროს მედლები “საკურაზე” და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ღვინოებიც გამოიფინება foodex-ზე. იაპონიის ბაზარი ძალიან ხარისხიანი და სტაბილური ბაზარია, რაც მნიშვნელოვანია ქართველი მეღვინეებისთვის.” - აღნიშნავენ GWS Wines-დან. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული