მალხაზ ხარბედია - 20 იანვარი, 2012 - 01:07
ზოგი ბულგარულს დაწერს, ზოგი პაპრიკას. ამ ავტორს ბულგარული ურჩევნია, სხვა პაპრიკას წერს. ისე, მიუჩვეველია ხალხი პაპრიკას. აგერ რეცეპტებში უკვე 20–ჯერ მომიწია პასუხის გაცემა ერთი და იგივე კითხვაზე – "რა არის ჯანჯაფილი?" "ჯავზი რაღა უბედურებაა?" :) დაწერ მუსკატის კაკალს და ჯავზი რატო არ დაწერეო, პაპრიკას დაწერ და ეგ ხო ბულგარულიაო, ვაჟინი – სიროფი და ა.შ. :) სხვათა შორის, ტერმინი "ბულგარული წიწაკა" მაყaშვილის ბოტანიკურ ლექსიკონშიცაა შესული და ერთი კახური შესატყვისი აქვს მიწერილი – ბოყვი წიწაკა :), ასერომ არსებობის სრული უფლება აქვს ამ ცნებას მემგონი.
გი - 20 იანვარი, 2012 - 00:29
ბულგარელებს რას ვერჩი, მაგრამ არ იქნება ეგ წიწაკა თავისი სახელით მოვიხსენიოთ? თუ არ ვცდები პაპრიკა ქვია მაგას. ია ტაკ დუმაიუ!!!
გიორგი - 19 იანვარი, 2012 - 18:07
ამას წინათ გავსინჯეთ მონასტრის ღვინოების ქისი. მშვენიერი ღვინოა და გირჩევთ გასინჯოთ. მწვანესაც გავსინჯავ აუცილებლად, მაგრამ ფასი მგონი ძალიან გაბერილია. ქისი კიდევ უფრო ძვირია, მაგრამ გასინჯვად ნამდვილად ღირს.
მონასტერს რაც შეეხება.
ბოთლის (მონასტრის ღვინოების ქისი) ეტიკეტზე ვკითხულობთ - წარმოებულია წმ. გიორგის სახელობის სტავროპიგიალური დედათა მონასტრის მიერ და ჩამოსხმულია "მეღვინეობა ხარება"-ს ღვინის ქარხანაში. ქ. თერჯოლა.
სტავროპიგიალური რა არის? :)
იმედია მეც დავესწრები ლექციას და გავარკვევ.
ნათლისღებას გილოცავთ..
Anonymous - 18 იანვარი, 2012 - 05:29
qartvelebs da saertod yofili sabchota kavshiris moqalaqeebs rom maionezi gviyvars, ise aravis, arada ramdeni qolesterinia maionezshii, droa gadavidet zeitunis zetisa da dzmrisgan damzadebul gemriel vinegretze, romelic safrangetsa da iytaliashi aseve amerikashi upiratesi sakmazia.
aisbergi - 17 იანვარი, 2012 - 21:53
მე თუ დღეს მშია ჩემს ბრილიანტს 1 ლარად გავყიდი, და სხვა ბრილიანტის(კარგი ღვინის) მფლობელებს ნუ დაადანაშაულებ-რატომ თქვენც არ გშიათ და რატომ თქვენც დაბალ ფასში არ ყიდით ღვინოსო. 10 ლარი ლიტრზე ბევრიაო-ადვილია ალეკოს უთხრა(დღეს). ცოტა გვერდზე გახედე მევენახეებს-წინა მუხლებზე ჩაჩოქილი ხარებივით ქვემოდანღა ძლივს რომ იყურებიან-რის ფასად უწევთ დათმონ <<ბრილიანტი>>
ელიზბარ თალაკვაძე - 17 იანვარი, 2012 - 13:16
რაც შეეხება ფასს, მას ბაზარი აწესებს.ღვინის ავტორს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს. მას შეუძლია ან გამოიცნოს თავისი ღვინის ფასი, ან ვერა.როგორც დიკენსი ამბობდა- "შეიძლება ატყუებდე ერთ ადამიანს მუდმივად, ბევრ ადამიანს ცოტა ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ".
ელიზბარ თალაკვაძე - 17 იანვარი, 2012 - 13:06
ბატონო სტაკანა იქნებ გაგვცნობოდით? თორემ ესეც მე "დამბრალდება".
Avtandil - 16 იანვარი, 2012 - 18:23
მე რამდენადაც ვიცი ხარებას აქვს ქვევრები. მე ვფლობ ინფორმაციას რომ იმერეთის ქვევრებში ძალიან კარგი ოცხანური ვარგდება. ადგილობრივი მეღვინის თქმით ღვინის კლუბს ექნება შესაძლებლობა ამ ღვინის გასინჯვის. იმედია ეს ახალი ღვინის ფესტივალზე მოხდება რასაც დიდი ინტერესით ველოდები. რაც შეეხება მონასტრულ ღვინოებს ამის შესახებ ვფიქრობ თავად გააკეთებენ კომენტარს. არამგონია ხარება ის კომპანია იყოს რომელიც თაღლითობას მიმართავდეს. გთხოვთ დაუზუსტებელ ინფორმაციებს ნუ გამოიყენებთ, უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა.
პატივისცემით,
ა. კობახიძე
სტაკანა - 16 იანვარი, 2012 - 18:09
ბ-ნო ალეკო თქვენ მგონი დღემდე ვერ დარწმუნებულხართ იმაში რომ 10 ლარი მაგ ღვინისთვის ძალიან ძვირია. უამრავი ღვინოა თუნდაც პატიოსანი გლეხის დაყენებული რომელსაც 4 ლარად შევიძენ და ტოლს ვერ დაუდებს ეგ თქვენი 10 ლარიანი ღვინო. თუნდაც ბ-ნი თალაკვაძის ღვინო რითაა ნაკლები მათ ღვინოზე? ან მათი ღვინო რითაა მეტი? ამ ყველაფერზე ზემოთაა გაცემული პასუხი წარაფისტის მიერ მათ შეუძლიათ შექმნან ლეგენდა ხოლო მათ მიერ შექმნილ ლეგენდას მე 10 ლარად დავახურდავებ თუ 4-ად ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია. გირჩევ კარგად გასინჯოთ ეგ ღვინო იქნებ მერე მაინც აღმოაჩინოთ განსხვავება ნამდვილ ღვინოსა და მაგ ღვინოს შორის :)
NO-Spa - 16 იანვარი, 2012 - 18:02
დაზუსტებას დავლოდებოდით მეგობრებო და სიცხარე მერე. აგერ, თურმე სულაც არ გაურბიან შეკითხვებს ამ ღვინოების პატრონები.
უმიზეზოდ არ დაარქმევდნენ, სხვებსაც გაუჩნდებდათ ეგ ლოგიკური კითხვა.