kvevri - 8 იანვარი, 2013 - 16:33
ძველებისაგან გამიგონია: „დაბალ ხარისხიანი მეღვინე, დაბალ ხარისხიან ღვინოს აყენებსო“...
kvevri - 8 იანვარი, 2013 - 10:30
ბოდიში, დამავიწყდა მეთქვა, რომ, ამ ბოთლიდან რაც დარჩა (იმას რა დამალევინებდა) უნიტაზში ჩავასხი...
kvevri - 8 იანვარი, 2013 - 09:22
მეგობარი მეწვია ნაახალწლევს და ხელს ტკბილეული და ერთი ბოთლი ცქრიალა ღვინო მომიტანა, რომელსაც კომუნისტური გადმონაშთით ხანდახან შამპანურსაც უწოდებთ ხოლმე. მოგეხსენებათ ამგვარი ტიპის ღვინოს დიდი ხანი არ უხდება დაძველება. მითუმეტეს ქართულებს, რადგან 99% ესაა ნახშირორჟანგ ნათხლეში, შაქარწყალდამატებული დაჟანული და მერე ნახშირის ფილტრში გატარებული ბანძი ღვინო, რომლის ეტიკეტზეც აწერია, რომ ვინც ამ ღვინოს არ გასინჯავს იგი ძალიან ცოდოა...
მოლოდონმა არ ჩემს შემთხვევაში გადაუხვია ქართველი ფალსიფიკატორების ხელწერას, რომლებსაც მოფერებით "შამპანისტებსაც" ეძახიან ხანდახან. ღვინოს ეტიკეტზე გუდვილის წარწერა ქონდა(როგორც ჩანს ამ მაღაზიისა და რომელიმე ღვინის ქარხნის ერთობლივი შედევრია). ღვინო გადაჟანგული იყო. შამპანისტი კი აშკარად ლიმონმჟავის ბიძაშვილი თუ არა, ახლო ნათესავი უნდა იყოს. გაზი იქამდე გაუვიდა ჭიქაში დასხმულ ღვინოს, სანამ ბოკალს ბოლომდე შევავსებდი. რა თქმა უნდა ღვინოში შაქარწყალი იყო ჩასხმული შესატკბობად. ბექმეზიც კი არ იყო გამოყენებული... მოკლედ კიდევ ერთხელ ისახელა ქართულმა "შამპანურმა" თავი.
მიბრძანდით ჰიპერმარკეტ გუდვილში, იკითხეთ „ყველაზე კარგი შამპანური მთელს გუდვილში და მთელს საქართველოში“, შეიძინეთ, წაიღეთ სახლში, გახსენით და მიირთვით: მუჟუჟთან, ხაშთან, ღომთან და შებოლილ სულგინთან, საცივთან და კუპატთან.
მალხაზ ხარბედია - 6 იანვარი, 2013 - 21:45
ეს ღვინო შეგიძლიათ შეიძინოთ ტაბიძის 15–ში, ღვინის ბარ ღვინო ანდეგრაუნდში.
Anonymous - 6 იანვარი, 2013 - 16:35
es gvino sad ikideba? bevri gvino romelsac tkven ucevt rekomendacias zalian zneli sashovaria. iqneb erti posti gvinis magaziebis mimoxilvas dautmot
Anonymous - 5 იანვარი, 2013 - 18:40
sacobis shecvlis dros dekantacia (leqis moxsna) ar aris sachiro??
მალხაზ ხარბედია - 31 დეკემბერი, 2012 - 14:15
სულ ეს არაა, მანდ კიდე რამდენიმე მაგარი სტრიქონია:
მართამა თქვა, დაიმეხოს,
სიკვდილი სჯობს უქნელისა,
მაგის საქმე არაყია
შრომაში ხელუყრელისა,
ზომა რაით ვერ გაიგო,
მაგ გასახეთქ მუცელისა.
ავადმყოფმა დაიუბნა
მცნება დიდის რუსთველისა,
მაზღრის სიკვდილი სჯობავის,
მინამ უსმელ-უჭმელისა.
kvevri - 31 დეკემბერი, 2012 - 00:11
მოეყინებოდათ მა რა მოუვიდოდათ? წყალში გაუზავებიათ არაყი და აბა რა მოუვიდოდათ?
ერთი ხალხური ლექსი გამახსენა ამ ამბავმა... "ბაიაშვილ ავად გახდა, მთვრალს შესცივდა წუხელისა, უცხელებენ ნიორწყალთა, ეგ რა სნეულს უშველისა, ნარეცხ მაინც მაუტანეთ ნაარაყალ ჭურჭელისა"... აი სულ ესაა, მაგრამ აბა დააკვირდით რამხელა სიბრძნეა ჩადებული ამ ერთი ბეწო ლექსში არა? არაა?