Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო საახალწლო სუფრაზე

მალხაზ ხარბედია  

დღესასწაულს ფიქრი და ჩაღრმავება არ უხდება, სწორედ ამიტომ, ღვინოც შესაბამისი უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე. შემთხვევითი არაა, რომ ღვინოებს შორის ყველაზე ქარაფშუტა სახეობის ღვინო, ცქრიალა ღვინო იქცა ახალი წლის სიმბოლოდ. საახალწლო შამპანურსა და საერთოდ,ცქრიალა ღვინოებს ყველაზე სასიამოვნო მომენტებში ხსნიან, მას არ სვამენ ჩასაღრმავებლად, იგი არ განგაწყობთ ფიქრისთვისდასწორედ ამიტომაც, ცქრიალა ღვინოები ყოველთვის ზეიმთანდა დროსტარებასთანასოცირდებიან. მასში განსაკუთრებით არც სურნელს ეძიებენ დაგემოვნებისას, მიუხედავად იმისა, რომ ცქრიალა ღვინო დაუვიწყარი სურნელებითა და გემოებით შეიძლება ხასიათდებოდეს.ეს სასმელი,როგორც ბრიტანელი ღვინის მწერალი, ჰიუ ჯონსონი წერს, კარგი ხასიათით აპელირებს და მისი მირთმევისას ძალზე მნიშვნელოვანია ზოგადი შთაბეჭდილება, რომელიც დალევის შემდეგ რჩება. ცქრიალა ღვინოერთად-ერთი სასმელია, რომლის აღქმაშიც თვალთან, ცხვირთან და პირის გემოსთან ერთად, ძალიან აქტიურადაა ჩართული ყურიც. ცქრიალა ღვინის ეფექტს ხომ თვალთან ერთად სმენაცაღიქვამს–ის საოცარი ხმები, რომელსაც ხარისხიანი ცქრიალა ღვინო გამოსცემს და მისთვის დამახასიათებელი ფეთქებადი ბუშტუკები...

ყველა ასეთი ცქრიალა სასმელის წინაპარი შამპანურია, რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ შამპანის რეგიონში მოყვანილი ყურძნიდან დაყენებულ ცქრიალა ღვინოს უნდა ეწოდოს, სწორედ ამიტომ, საქართველოში, ქართული ჯიშებიდან დამზადებულ ცქრიალა ღვინოს შამპანურს ვერ ვუწოდებთ, ამის საშუალებას არც კანონმდებლობა იძლევა და მითუმეტეს, არც რეალობათუ ხარისხი.

შამპანში ჯიშების ასორტიმენტიც ზუსტადაა განსაზღვრული და იგი სამ ძირითად ჯიშამდეა დაყვანილი: პინო ნუარი, პინო მენიე და შარდონე. პირველი ორი წითელი ჯიშებია, შესაბამისად, მისგან ისე იღებენ წვენს, რომ იგი წითლად არ შეიფეროს, შედეგად კი კამკამა ოქროსფერ სასმელს იღებენ. წითელი ჯიშებიდან დამზადებულ შამპანურს Blanc de Noir–ს უწოდებენ (ანუ, თეთრიშავიდან), ხოლო თეთრი ჯიშებიდან დაყენებულს, Blanc de Blanc–ს (თეთრი თეთრიდან).

არსებობს კიდევ ვარდისფერი შამპანურიც, რომელიც ასევე ძალიან ფასობს. ლეგენდარული Dom Pérignon Rosé–ს ზოგიერთი წლის ვინტაჟი მსოფლიოს უძვირესი შამპანურების რიცხვს მიეკუთვნება.

არსებობს ცქრიალა ღვინის რამდენიმე ტექნოლოგია და ფასებიც სწორედ მის მიხედვით გაირჩევა. ყველაზე ძვირფასი ცხადია ტრადიციული ბოთლური მეთოდია და შამპანურების უდიდეს ნაწილს სწორედ ამ მეთოდით ამზადებენ. რა განსაზღვრავს შამპანურის განუმეორებლობას? პირველ რიგში ნიადაგი, შემდეგ ჯიშები, დროული რთველი (ყურძენი დამწიფებამდე უნდა მოიკრიფოს), ყურძნის სწორად დაწურვა, კუპაჟირება და უკვე ბოთლთან დაკავშირებული მრავალი რთული ოპერაცია, რომელიც ცხადია აძვირებს პროდუქტს.

არსებობს ე.წ. შარმას მეთოდიც (Charmat), როცა ღვინო მეორად ფერმენტაციას ბოთლში კი არა, ჰერმეტულ რეზერვუარში გადის. ასეთ ცქრიალა ღვინოებს აწარმოებენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ასეთია იტალიური Spumante დაProsecco, ასევე გერმანული Sekt, ასეთი იყო ცნობილი Советское шампанское–ც.

საქართველოში შამპანური მეთოდის გამოყენება მხოლოდ XIXსაუკუნიდან დაიწყეს, მაგრამ მანამდე ტრადიციულ მეღვინეობაში არსებობდა რამდენიმე ტრადიციული ტექნოლოგია, რომელიც ბუნებრივ ცქრიალს უნარჩუნებდა ქვევრის ღვინოს და ამის საუკეთესო ნიმუში ლეგენდარული ღვინო ატენური იყო. ამიტომ იყო, რომ ერთ–ერთი პირველი ქართული ცქრიალა ღვინო სწორედ ქართლში, ატენში დამზადდა. თავადმა ერისთავმა სამი ჯიში გამოიყენა – ჩინური, თავკვერი და გორული მწვანე. ქართული ცქრიალა ღვინის დაბადების თარიღად 1882 წელია მიჩნეული, როდესაც მუხრანში თავადმა ივანე მუხრან–ბატონმა პირველი „ქართული შამპანური“ ჩამოასხა.

ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოში საკმაოდ გაიზარდა ცქრიალა ღვინის ხარისხი, თუმცა, 2011 ბოლოს და მთელი 2012  წლის განმავლობაში არაფერი განსაკუთრებული არ შემოუთავაზებიან ქართველ მეღვინეებს ამ მიმართულებით. იმედი დავიტოვოთ, რომ 2013 წელს მაინც გამოჩნდება ახალი პროდუქტი, ახალი ბრენდები, ახალი მოსავლის ცქრიალა ღვინოები.

მარტო ცქრიალა ღვინოზე რომ არ გამოგვივიდეს საუბარი, საახალწლო სუფრის ძირითად, თავ ღვინოებსაც შევეხოთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს საახალწლო განწყობას. პირადად მე ცქრიალა ღვინით არ დავთვრებოდი, დავილოცებოდი, ერთიორს გავაწკრიალებდი ფუჟერებს ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მოვსვამდი და რაიმე სხვა ღვინით გავაგრძელებდი. ოღონდ ვეცდებოდი, რომ ეს ღვინო აუცილებლად გასული წლის  ყოფილიყო, რადგან იმ წლის ღვინო ყოველთვის ძალიან ახალი და მკვახეა, და ხშირად მძიმე ნაბახუსევის ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს ახალი, მბორგავი ღვინოა ხოლმე. ასერომ, ჩამოვასხათ ძველი ღვინო და შევეგებოთ ახალ წელს.   

© radiotavisupleba.ge



მეგობარი მეწვია ნაახალწლევს და ხელს ტკბილეული და ერთი ბოთლი ცქრიალა ღვინო მომიტანა, რომელსაც კომუნისტური გადმონაშთით ხანდახან შამპანურსაც უწოდებთ ხოლმე. მოგეხსენებათ ამგვარი ტიპის ღვინოს დიდი ხანი არ უხდება დაძველება. მითუმეტეს ქართულებს, რადგან 99% ესაა ნახშირორჟანგ ნათხლეში, შაქარწყალდამატებული დაჟანული და მერე ნახშირის ფილტრში გატარებული ბანძი ღვინო, რომლის ეტიკეტზეც აწერია, რომ ვინც ამ ღვინოს არ გასინჯავს იგი ძალიან ცოდოა... მოლოდონმა არ ჩემს შემთხვევაში გადაუხვია ქართველი ფალსიფიკატორების ხელწერას, რომლებსაც მოფერებით "შამპანისტებსაც" ეძახიან ხანდახან. ღვინოს ეტიკეტზე გუდვილის წარწერა ქონდა(როგორც ჩანს ამ მაღაზიისა და რომელიმე ღვინის ქარხნის ერთობლივი შედევრია). ღვინო გადაჟანგული იყო. შამპანისტი კი აშკარად ლიმონმჟავის ბიძაშვილი თუ არა, ახლო ნათესავი უნდა იყოს. გაზი იქამდე გაუვიდა ჭიქაში დასხმულ ღვინოს, სანამ ბოკალს ბოლომდე შევავსებდი. რა თქმა უნდა ღვინოში შაქარწყალი იყო ჩასხმული შესატკბობად. ბექმეზიც კი არ იყო გამოყენებული... მოკლედ კიდევ ერთხელ ისახელა ქართულმა "შამპანურმა" თავი. მიბრძანდით ჰიპერმარკეტ გუდვილში, იკითხეთ „ყველაზე კარგი შამპანური მთელს გუდვილში და მთელს საქართველოში“, შეიძინეთ, წაიღეთ სახლში, გახსენით და მიირთვით: მუჟუჟთან, ხაშთან, ღომთან და შებოლილ სულგინთან, საცივთან და კუპატთან.


ბოდიში, დამავიწყდა მეთქვა, რომ, ამ ბოთლიდან რაც დარჩა (იმას რა დამალევინებდა) უნიტაზში ჩავასხი...


ზოგადად, რატომ დარჩა შუშხუნა ღვინის ხარისხი უფრო დაბალი?


ძველებისაგან გამიგონია: „დაბალ ხარისხიანი მეღვინე, დაბალ ხარისხიან ღვინოს აყენებსო“...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული