Home
ქართული | English
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცირკის სპილოები გაყინვას არაყმა გადაარჩინა

რუსეთში ცირკის ცხოველების გადასაყვანი სატვირთო მანქანა მოულოდნელად გაფუჭდა და დაიწვა. სპილოების მომთვინიერებელი იძულებული გახდა ცხოველებთან ერთად წრეზე ერბინა, რომ არ გაყინულიყვნენ, თუმცა -35 გრადუსი ტემპერატურა დიდ საფრთხეს უქმნიდა ცხოველებსაც და მომთვინიერებელსაც. როგორც იქნა, სპილოები შენობაში გადაიყვანეს, სადაც ვეტერინარებმა ცხოველებს გაყინვისგან გადასარჩენად თბილ წყალში გაზავებული არაყი, მომთვინიერებელს კი – ჩვეულებრივი არაყი დაალევინეს. საწყალი ცხოველები კი გადარჩნენ, მაგრამ ფეხები და ყურები მაინც მოეყინათ.

© ღვინის კლუბი/Weekend



მოეყინებოდათ მა რა მოუვიდოდათ? წყალში გაუზავებიათ არაყი და აბა რა მოუვიდოდათ? ერთი ხალხური ლექსი გამახსენა ამ ამბავმა... "ბაიაშვილ ავად გახდა, მთვრალს შესცივდა წუხელისა, უცხელებენ ნიორწყალთა, ეგ რა სნეულს უშველისა, ნარეცხ მაინც მაუტანეთ ნაარაყალ ჭურჭელისა"... აი სულ ესაა, მაგრამ აბა დააკვირდით რამხელა სიბრძნეა ჩადებული ამ ერთი ბეწო ლექსში არა? არაა?


სულ ეს არაა, მანდ კიდე რამდენიმე მაგარი სტრიქონია:

მართამა თქვა, დაიმეხოს, 
სიკვდილი სჯობს უქნელისა, 
მაგის საქმე არაყია 
შრომაში ხელუყრელისა, 
ზომა რაით ვერ გაიგო, 
მაგ გასახეთქ მუცელისა. 
ავადმყოფმა დაიუბნა 
მცნება დიდის რუსთველისა, 
მაზღრის სიკვდილი სჯობავის, 

მინამ უსმელ-უჭმელისა. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული