Home
ქართული | English
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Blogs

ბადრიჯნის ბორანი "მუხრანსკი"

ბადრიჯანი დავჭერი თხლად, მოვაყარე მარილი, ტაფაზე ზეთი ავატკრციალე და დავაწყე ეს თხელი, მარილგამჯდარი ბადრიჯნები. კარგად დავბრაწე, პირველი პარტია დიდ თეფშზე გადმოვიღე და ბორნის პირველი ფენაც შევკმაზე: მოვაჭყლიტ-მოვაყარ-მოვასხი ნიორი, ხახვი ალყა-ალყა, წიწაკა, ნიახური, კამა, ხმელი ქინძი, 2-3 კოვზი ძმარი, მაიონეზი. ამასობაში შემდეგ პარტიას უკვე ამობრუნება უნდა. მოკლედ, პროცედურა მეორდება, სანამ მეოთხე სართულამდე არ მივაღწევთ (ისევ ძმრით, ნიახურით და მთელი ამბებით), სახურავზე საკმაზს ყველაზე მოხდენილად მოვაყრით და ცოტა ხანს ვაცლით, რო გაუჯდეს მთელი ეს მადლი.

ბოზბაში

წყალში ჩაყარეთ ცხვრის ნაჭრები და დუმის მოზრდილი ნაჭერი. მოდუღებულს მოხადეთ ქაფი. ცოტა ხანში ამოიღეთ დუმა ნახარშიდან და მანქანაში გაატარეთ. როცა ხორცის ხარშვას ცოტა დააკლდება, ბულიონის ცხიმში ცალკე მოშუშეთ 2-3 თავი ხახვი და დუმასთან ერთად წვენში ჩააბრუნეთ. გაუწყეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი (დუშისტი პერეც),ძორა, მარილი შავი და ცოტა წითელი პილპილი, ტომატის პასტა და ბოლოს ჩაყარეთ ქინძი და ცოტა პიტნა.

ფითი

აკეთებენ ბარდითაც მაგრამ მე ბარდის გარეშე უფრო მომწონს. ცხვრის ხორცი გამორბილეთ, ანუ ძვლები დააცალეთ, დაჭერით მწვადის ტოლ, მაგრამ უფრო თხელ ნაჭრებად. სასურველია თოხლის ბარკალი თავისი დუმით, თუ ხორცი საკმარისად ცხიმიანია, დუმა ცოტა დაჭირდება, თუ მჭლეა, დუმა უფრო მეტი უნდა, რომ ცხიმი გაუშვას. აიღეთ თიხის ქოთნები, პირველი ფენა - დუმის პატარა ნაჭრები, ხორცი, მერე ალყა -ალყად დაჭრილი ხახვი. მერე ისევ ხორცი და ა.შ. ქოთნის ორ მესამედამდე. სულ ზემოთ ხორცი მოაქციე.

ორაგულის შიგანურები

ორაგულის შიგანურები

თემა:

Laroche (Chile Reserva) PUNTO NINO Chardonnay Casablanca Valley Chile 2006

მომწვანო-მოოქროსფერო ღვინოა, თაფლისა და ბანანის ტონებით. მოტკბო, ე.წ. მომრგვალებული გემოთი, დაბალი მჟავიანობით, კარგად დაბალანსებული.

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული