Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანტარქტიდაზე სამი ბოთლი ვისკი აღმოაჩინეს

გასული საუკუნის დასაწყისში დედამიწის სამხრეთ პოლუსის დასალაშქრად ბრიტანელთა ექსპედიცია გაემართა მკვლევარ ერნესტ შეკლტონის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის წევრებმა 1909 წლის მარტში ბაზაზე გამართულ ქოხში 1898 წელს გამოხდილი სამი ბოთლი ვისკი დატოვეს. აღმოჩენილი ვისკი, დაკარგული რეცეპტის აღსადგენად, კომპანია Whyte and Mackay-ს გადაეგზავნა – თავის დროზე შეკლტონს ვისკით სწორედ ეს კომპანია ამარაგებდა. ლაბორატორიაში ბოთლის ჰერმეტულობის დაურღვევლად აიღეს სინჯი, რომლის მიხედვითაც 50 ათასი ბოთლი ვისკი ჩამოასხეს. მოგვიანებით კი კომპანიამ მოითხოვა, რომ ის სამი ბოთლი კვლავ თავის ადგილას, ქოხში დაებრუნებინათ. 
ბრიტანელ მკვლევართა ექსპედიცია, რომელსაც შეკლტონი ხელმძღვანელობდა, სამხრეთ პოლუსის შესასწავლად 1907 წელს გაემგზავრა. დანიშნულების ადგილამდე სულ რაღაც 160 კილომეტრიდან ჯგუფი უკან გამობრუნდა. თუმცა, ამ ექსპედიციის შემდეგ ერნესტ შეკლტონს მეფე ედუარდ VII-მ რაინდის ტიტული მაინც მიანიჭა. 2008 წელს ექსპედიციის ქოხი კვლავ აღადგინეს და დღეს მას ანტარქტიკული მემკვიდრეობის ახალზელანდიური ფონდი პატრონობს.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.