Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარტაროზა (ზღვის ეშმაკი), ალმეხები და გამბები ღვინის სოუსით


1 კგ. ტარტაროზა
½ კგ. ალმეხები
¼ გამბები ან ლანგოსტინები
1 ხახვი
1-2 კბილი ნიორი
ოხრახუში
ზაფრანა, ან ყვითელი ყვავილი
½ ჭიქა თეთრი ღვინო

1/2 კოვზი ფქვილი
ზეთი

ტარტაროზა გავარჩიოთ, ხერხემალი, თავი ცალკე ქვაბში მოვათავსოთ, ლანგოსტინები ან გამბები გავასუფთავოთ და მისი კანი ჩავყაროთ ტარტაროზას  ნარჩენებთან, ჩავასხათ წყალი და გავაკეთოთ ბულიონი. სოუსისთვის დაგვჭირდება
ცალკე ალმეხები, რომელთაც კარგად გავასუფთავებთ ერთმანეთთან ხახუნით, შემდეგ მოვათავსებთ მარილიან წყალში, რათა ბოლომდე გასუფთავდეს.
ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი და წინასწარ ფქვილში ამოვლებული ტარტაროზას ნაჭრები შევწვათ.

გადმოვიღოთ უკვე შემწვარი თევზი და მოვათავსოთ ცალკე. ჩავყაროთ ლანგოსტინები ან გამბები და ისინიც მოვშუშოთ. გავითვალისწინოთ, რომ ამათ ცოტა დრო სჭირდებათ და მთავარია არ ჩაგვეხარშოს.

იმავე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.

დავუმათოთ ფქვილი. დავასხათ ღვინო და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. თუ ამოიშრო, ცოტ–ცოტას დავუმატებთ უკვე გამზადებულ თევზის ნახარშს.
 

დავუმატოთ ალმეხები. დავაფაროთ თავზე, რათა გაიხსნას (რომელიც არ გაიხსნება, ე.ი. არ ვარგა საჭმელად), შემდეგ კი ალმეხებიც გადავიტანოთ თეფშზე.

დარჩენილი წვენი მოვათავსოთ სხვა ჭურჭელში და ავთქვიფოთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს.

ეს მასა ჩავასხათ ისევ ტაფაში და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, თან ვურიოთ და ცოტ–ცოტა თევზის ბულიონი ვამატოთ. როცა სოუსი მზად იქნება, ზემოდან მოვაწყოთ გამზადებული ტარტაროზა, ლანგოსტინები და ალმეხები, მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 3-5
წთ.
 

© faustina

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული