Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყვავილოვანმა კომბოსტომ ფერი იცვალა

ყვავილოვანი კომბოსტო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა რატომღაც მასზე მოთხოვნილება შემცირდა. მარტო დიდი ბრიტანეთში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რაკიღა საკვების დეფიციტის პრობლემა აღარ დგას, ყვავილოვანი კომბოსტოს გაყიდვამ 35%-ით იკლო. ყვავილოვანი კომბოსტოს მწარმოებლებმა გაყიდვების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტეს ეხმარათ ხრიკი - შედეგად მათ ყვავილოვანი კომბოსტოს ფერად-ფერადი ვარიანტები შექმნეს. ბუნებრივია, გარეგნულად მიმზიდველ,  ნარინჯისფრად, სალათისფრად ან წითლად შეფერადებულ ბოსტნეულს  ადამიანები უფრო დიდი სიამოვნებითა და ხალისით  ყიდულობენ, ვიდრე უსახურს. დიდ ბრიტანეთში ასეთი პროდუქტი 1 გირვანქა სტერლინგით მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პროდუქტს ამით გემო არ ეცვლება, კომბოსტო არ შეიცავს ქიმიას, მეტიც, სასარგებლოც კია. მაგალითად, ნარინჯისფერის მისაღებად გამოყენებულია ბეტა-კაროტინი. საინტერესოა, რომ ბოსტნეულის შეღებვის  მეთოდი დიდ სიახლეს არ წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილი ნარინჯისფერი სტაფილო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გამოიყვანეს ჰოლანდიაში, მანამდე კი მხოლოდ ყვითელი და წითელი ფერის სტაფილო იყო ცნობილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული