Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხვანჭკარა, თელიანი ველი, 2011

ბოლო მოსავლის ხვანჭკარაა, რაჭული, ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც ადგილობრივი ჯიშებიდან, ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდანაა დაყენებული. შესანიშნავი გარეგნობის ღვინოა, გამჭვირვალე, ელვარე ჟოლოსფერი, გემოზე ძალიან რბილი და ხავერდოვანია, კარგად დაბალანსებული, სადაც მჟავიანობაც ამბობს თავის სიტყვას და პიკანტურობას სძენს ღვინოს. წითელი გოგრა ბალისა და მწიფე ალიბუხარი ქლიავის სურნელებთან ერთად დაბოლოებაში დაჭყლეტილ ჟოლოსაც იგრძნობთ. შესანიშნავი სადესერტო ღვინოა, საუკეთესოა ტკბილეულთან მისაყოლებლად. მათ შორის: ხილიანი ნაყინი, თაფლიანი ნამცხვრები და ხილის ჟელეები. მიირთვით კარგად გაგრილებული.

2012 წლის ნოემბრის დახასიათება

ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ღვინოა, ლალისფერი, გამჭვირვალე. ადვილად იგრძნობთ ხვანჭკარისთვის დამახასიათებელ ხილის სურნელებს, რომელსაც ტკბილი სუნელების არომატიც ემატება. ძალიან რბილი და სასიამოვნო ღვინოა, მცირედი მსუსხავი ტანინებით. ეს ახალი და შედარებით მაღალმჟავიანი ღვინო წითელი ხილის სალათებთან და ხილისვე ნამცხვრებთან იქნება კარგი მისაყოლებელი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული