Prowein ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც წელს დიუსელდორფში, 19 - 21 მარტს გაიმართება. ეს ერთადერთი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც მთელ მსოფლიო ბაზარს მოიცავს. გამოფენაზე 6000 მწარმოებლი იქნება 61 ქვეყნიდან. გარდა ამისა, ჩატარდება 500-ზე მეტი მასტერკლასი და სხვადასხვა ღონისძიებები. თემები, რომლებიც წელს აქტუალური იქნება, უალკოჰოლო ან დაბალალკოჰოლური ღვინოებია, ამ საკითხის წინ წამოწევა, ტრადიციული ღვინის ალტერნატივები და სხვ.
“მწვანე” პრუდუქტებზე მოთხოვნა კი უფრო და უფრო იზრდება, Prowein-ზეც შეხვდებით განყოფილებას Organic World (დარბაზი 5, სტენდი A15-A40) დაახლოებით 40 მწარმოებლით. გამოფენაზე იქნება 120 ორგანული ღვინის, 300-ზე მეტი ნატურალური ღვინის მწარმოებელი.
იმის გამო, რომ Prowein 2023-ზე სხვადასხვა თემები იქნება წინ ხაზგასმული, ჩატარდება მასტერკლასები და სემინარები გასტრონომებისთვის, უალკოჰოლო, დაბალალკოჰოლური და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციებიც. 20 მარტს გაიმართება Champagne de Vignerons-ის, შამპანურის ექსპერტის მასტერკლასი “განსახილველ შამპანურებს ყველას განსხვავებული სტილი აქვთ, ისევე, როგორც მათ მეღვინეებს” - ვკითხულობთ Prowein-ის გვერდზე. 19 მარტს უნგრული და მოლდოვური ღვინოების მასტერკლასები იქნება, განიხილავენ უკრაინულ ღვინოებსაც: “ეს უნიკალური შესაძლებლობაა, დააგემოვნოთ ოდესის Telti-Kuruk-ის ადგილობრივი ჯიში, იქნება წარმოდგენილი Shabo-ს მეღვინეობა, ასევე Beykush Winey, 46 Parallel wine Groul და ა.შ” - აღნიშნულია ვებ. გვერდზე.
ვკითხულობთ ქართული ღვინის შესახებაც: “საქართველოდან, რომელსაც 8000 წლოვანი ღვინის კულტურა აქვს, უნიკალურ ტექნოლოგიასა და საინტერესო ღვინოებს გაიცნობთ. საღამოს So Re-ში ახალგაზრდა სომელიე ნანა ჯოჯიშვილი და ნაზი ხვთისიაშვილი გაუძვებიან, რომელმაც “ღვინის ბიბლიოეკა” დააარსა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის ტექნოლოგიისა და კულტურის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ.” - წერია Prowein-ის გვერდზე. უფრო ვრცლად გაეცანით ვებ. გვერდზე, ხოლო განრიგს გაეცანით აქ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი