გამოქვეყნებულია: 30 სექტემბერი, 2012 - 14:23
საჭირო მასალა: 2 კგ ღორის კისრის ნაჭერი, 8 თავი ხახვი, 4 ჩ.კ. დაფქული ბაჰარი, 2 ს.კ. როზმარინი, 1 ლიმონის წვენი, 2 ჭიქა მინერალური წყალი, 2 ჭიქა შამპანური, მარილი, ხმელი ქინძი და შავი პილპილი – გემოვნებით.
დამატებით – 2 თავი ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები.
მომზადება: ღორის ხორცი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ წვრილად და დავუმატოთ ყველა სანელებელი მარილის გარდა. ხახვი და სანელებლები შევაზილოთ ხორცს, დავასხათ მინერალური წყალი, ლიმონის წვენი და შამპანური. ხორცი მაცივარში 3 საათი შევინახოთ, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და შამფურზე წამოცმული ნაჭრები მაყალზე ან გრილზე შევწვათ. სუფრაზე მივიტანოთ ხახვსა და ბროწეულის მარცვლებთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი