Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხარე წვნიანი

საჭირო მასალა: 4 ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 3 ნაჭერი ბეკონი, 3-4 ს.კ. ტომატ-პასტა, 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა, 1 კონა სხვადასხვა მწვანილი, 1 ლ წყალი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, არაჟანი  - გემოვნებით.

მომზადება: ავადუღოთ წყალი. კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ კუბებად და ჩვაწყოთ ადუღებულ წყალში. სანამ კარტოფილი მოიხარშება, ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი და შევაწითლოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შუშვა განვაგრძოთ. როცა ხახვი ფერს შეიცვლის, დავუმატოთ შაქარი, ტომატ-პასტა და რამდენიმე წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე. როცა კარტოფილი მოიხარშება, დავუმატოთ მოშუშული ინგრედიენტები, წიწაკა, მარილი, დაჭრილი მწვანილი და როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. მივირთვათ არაჟანთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend



არ მომეწონა ეს საიტი ელემენტარული ნორმალურად ვერ გაიგებს ადამიანი როგორ გააკეთოს და როგორ მოამზადოს ამიტომ გთხოვთ ცოტა ნორმალურად ახსნათ :)


ინტერნეტ სივრცე დიდია მეგობარო! შეიძლება მოძებნოთ კიდეც თქვენი გემოვნების შესაფერი საიტი.


ნუ უშვებთ ასე ადვილად. ღვინო თუ უყვარს, უნდა დარჩეს :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული