Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოვინიონ ბლანი, თელიანი ველი, 2009

კახეთში დაკრეფილი ფრანგული ჯიშიდან, სოვინიონ ბლანიდან დაყენებული ეს ღვინო ფერზე მომწვანო ჩალისფერია, ჭიქაში სქლად ისხმება, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ ახალგაზრდა ღვინოა. სურნელებში პირველ რიგში თეთრი ქლიავის, ანანასისა და ბოლომდე დაუმწიფებელი ატმის არომატი ჩნდება. ძალზე ხანგრძლივი ფინალით გამოირჩევა, სადაც ციტრუსებია წამყვანი. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება ზღვის ნობათთან, მიდიებთან, კრევეტებთან, მოხარშულ თევზთან. 

© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

ეს ღვინო ქართული პირის გემოსთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. არამხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საერთაშორისო ჯიშთან, სოვინიონ ბლანთან გვაქვს. საქმე ისაა, რომ ეს სოვინიონი არც ბორდოს და ლუარას კლასიკურ სოვინიონებს იმეორებს (და ვერც გაიმეორებს) და არც ავანგარდულ ახალზელანდიურ სოვინიონებს, სადაც ძალზე ხაზგასმული და აგრესიული სურნელებია. ეს ე.წ. კახური სოვინიონი საკმაოდ თვითმყოფადი ღვინოა, ღია ჩალისფერი, სადაც პირველ დასხმისთანავე ბანანის სურნელი ჩნდება. მოგვიანებით ასევე შეამჩნევთ თეთრი ვარდის სურნელსაც. ღვინო გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე თელიანის შარშანწინდელი სოვინიონ ბლანი და ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.