Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2011

36.00 ლარი

ჯაყელების ორგანული ვენახები უკვე 12 წლისაა, ვაზი მოძლიერდა და საუკეთესო ფორმაში შევიდა. მალხაზ ჯაყელი უკვე მესამე წელია არ იყენებს მუხის კასრებს, რაც, ჩემი აზრით, ორგანული და თანაც ხაშმში გაშენებული საფერავისთვის ძალზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ინტენსიური პირველი სურნელები აქვს, სადაც ერთმანეთს მცენარეული და წითელი ხილის სურნელები ერწყმის. გასინჯვისას მცენარეული ტონები (მაგ. როზმარინი, მწვანე სუნელები, ღვია და ა.შ.) უფრო აქტიურად გამოდიან წინა პლანზე. ძლიერი ტანინები და სასიამოვნო მჟავიანობა კიდევ უფრო ხანგრძლივს ხდის დაგემოვნებას. ჯანიანი, მაღალალკოჰოლური ღვინოა (14,5%), ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, ერთ-ერთი საუკეთესოა დასავარგებლად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული