Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, ქინძმარაულის მარანი, 2005

“ქინძმარაულის მარნის” ეს ადგილწარმოშობის ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ ბაზარზე არსებულ მუკუზნებს შორის. ღვინო ძალიან კარგადაა დაძველებული, კარგად, ანუ ყურადღებით. მას არათუ შენარჩუნებული აქვს, არამედ პირიქით, განვითარებულიც კი აქვს ის საუკეთესო თვისებები, რითაც უნდა გამოირჩეოდეს საფერავის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული ეს ღვინო. ფერზე ალუბლისფერია, სიძველის ნიშნებით. ძალიან მწიფე და მდიდრული არომატები აქვს, სადაც შავ მოცხარსა და შინდის ჩურჩას გამოვარჩევდი. ძალზე ჰარმონიულად მოჩანს მუხა. ღვინო კარგადაა დაბალანსებული და როგორც იტყვიან, საუკეთესო ფორმაშია. კიდევ უკეთესი იქნება, თუკი მას ცხვრის მწვადს და შემწვარ გულ-ღვიძლს მივაყოლებთ.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123