Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კახური წარჩინებული (თეთრი), ბადაგონი, 2005

100% ალავერდული რქაწითლიდან დაყენებული ეს ღვინო ნამდვილად საინტერესო სიახლეა ქართული ბაზრისთვის, რომელიც „ბადაგონის“ სახელით დონატო ლანატიმ შემოგვთავაზა. ღია მწვანეთი შეფერილი ეს ღვინო ხილის ყვავილებისა და ვენახის ატმის ძალზე ეფექტური სურნელებით გამოირჩევა. თეთრი წარჩინებული დაბალანსებული, ჰარმონიული ღვინოა სასიამოვნო გემოთი, ცოცხალი მჟავიანობითა და იმავდროულად, სირბილით.
ღვინო კარგი იქნება კიბორჩხალის სალათთან, ჩიხირთმასთან, მოთუთქულ კალმახთან, შემწვარ ქამბალასთან.
 
 .. © vinoge.com

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234