Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Prosecco, ბადაგონი

ეს არის იტალიური ცქრიალა ღვინო, რომელიც ქართული სავაჭრო ნიშნითაა გამოსული. ეს პროსეკო ფრიულურია, ღვინო ძალზე ეფექტურად ისხმება, ახასიათებს ხანგრძლივი და სასიამოვნო ცქრიალი. პროსეკოს ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ეს კლასიკური იტალიური ექსტრამშრალი ცქრიალა ღვინო მომწვანო ღია ჩალისფერით ხასიათდება. ამ ძალზე ხალისიანი ღვინის სურნელში წინა პლანზე ვაშლის, ხილის ყვავილების, თაფლისა და ასევე მინერალური ტონები გამოდის. თუკი თქვენს საახალწლო სუფრას ამ ღვინით დაამშვენებთ, ნამდვილად არ შეცდებით. ღვინომ პირველი ადგილი დაიკავა ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ დეგუსტაციაში, კატეგორიაში უცხოური ჯიშიდან დამზადებული ცქრიალა ღვინო.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123