Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

La Vicalanda, Rioja Reserva, 2005

ყველა თანხმდება იმაზე, რომ 2005 წელი არაჩვეულებრივი იყო რიოხასთვის. ასეთი ხარისხიანი მოსავალი ათწლეულების მანძილზე არ მოსულა ამ მხარეში. ეს ღვინო სანიმუშო რიოხაა, 100% ტემპრანილიოს ჯიშის ყურძნიდან დაწურული, ბებერი ვენახიდან. ღვინო უკვე კარგადაა დაძველებული, მაგრამ გასინჯვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ მას კიდევ წლების მანძილზე შეუძლია დახვეწა. სურნელში პირველ რიგში სიმწიფეს იგრძნობთ, გამოვყოფდი შავი ბლის ტონებს, მოგვიანებით კი მუხის კვალიც ჩნდება. ფერში სიძველის ნიშნები აქვს, საკმაოდ სხეულიანი და სავსე ღვინოა. ძალიან ხანგრძლივი დაბოლოება ახასიათებს. კარგი იქნება შეკმაზულ ხორციან კერძებთან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123