Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასარგებლო წიგნი ვაზის მავნებელ–დაავადებებზე

გიორგი ბარისაშვილი

გვინდა, გარკვეული ცნობები მოგაწოდოთ იმ ახალი გერმანული გამოცემის შესახებ, რომელიც ეხება ვაზის მავნებელ-დაავადებებს, ვენახის სასარგებლო მწერებსა და ვაზის ნაკლოვანებებს. მართალია, წიგნი საქართველოს მაღაზიებში ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ მისი გამოწერა შესაძლებელია უცხოეთიდან. ცხადია, ჩვენ მოგვეპოვება მევენახეობის ქართული ლიტერატურა, მაგრამ წიგნი, რომელზეც ვსაუბრობთ,განკუთვნილია უპირატესად პრაქტიკოსი მევენახეებისათვის. ის ასევე გამოადგება სტუდენტებსა და მოყვარულ მევენახეებსაც. წიგნში წარმოდგენილია მდიდარი საილუსტრაციო მასალა, რაც მკითხველს სრულფასოვან წარმოდგენას უქმნის მასში განხილულ ამომწურავ საკითხებზე.

 სამწუხაროდ ჩვენში სულ უფრო და უფრო იაშვიათად შევხვდებით სწავლულ მევენახეებს, რაც ჩვენი ქვეყნის მევენახეობის ისედაც შეჭირვებულ სფეროს ძლიერ ეტყობა. ხოლო მევენახეებად და ზოგჯერ ამპელოგრაფებად თავგასაღებულ მავანს ვაზის დაავადებები და მავნებლები (ნაკლოვანებებზე აღარას ვამბობთ) ერთმანეთში ვერ გაურჩევიათ.

აღნიშნული სახელმძღვანელო წიგნი ქართული მევენახობის სფეროსთვის ერთგვარი შვება იქნება, თუმცა, როგორც ითქვა ესაა გერმანულენოვანი ნაშრომი. ამიტომ კარგი იქნება თუ მოხდება აღნიშნული წიგნის თარგმნა და ქართულად გამოცემა. ასეთ შემთხვევაში კი ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ნათარგმნი მასალის ქართულ რეალობასთან მისადაგება. საქმე ის გახლავთ, რომ შესაძლოა ამა თუ იმ მავნებლისა თუ დაავადების ბუნება ყველა ქვეყანაში ერთია, მაგრამ მათი აქტივობის, მოზამთრეობიდან გამოსვლისა თუ გამრავლების ფაზები განსხვავებულია. ესე იგი თუ რომელიმე მავნებელი გერმანიის ნიადაგურ/კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ვაზზე მავნებლობას ივნისის დასაწყისში იწყებს, ეს პერიოდი საქართველოს პირობებში შესაძლოა იყოს ივლისის დასაწყისი და სხვ. ასევეა ვაზის ნაკლოვანებების შემთხვევაც, რაც გამოწვეულია ძირითადად ნიადაგის მდგომარეობიდან და რაც შესაძლოა გერმანიისა და საქართველოს ნიადაგების შემთხვევაში განსხვავეული იყოს. სწორედ ამიტომ, თუკი მოხდება ხსენებული ლიტერატურის თარგმანი, ამ საქმეში უნდა ჩაერთონ ბიოლოგები, ბოტანიკოსები, ენტომოლოგები, ნიადაგმცოდნეენი, მევენახეები... სხვა შემთხვევაში ნაშრომი თავის აზრს სრულიად დაკარგავს და ის სიკეთის მოტანის ნაცვლად მკითხველს შეცდომაში შეიყვანს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ გარემოებით გამოწვეული გულისტკივილი, რაც უკავშირდება დარგის თანამედროვე ლიტერატურის სიმცირესა თუ ფაქტობრივად არარსებობას. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ მევენახეობის სფეროში მოგვეპოვება უნიკალური ქართული მასალა, მაგრამ ესაა საკმაოდ მოძველებული ლიტერატურა, რაც მეორე მხრივ პრაქტიკოსი მეურნეებისთვის ნაკლებად თუ გამოდგება მიზეზთა გამო. არის ახალი ლიტერატურის გამოცემის მცდელობებიც, თუმცა ზოგიერთი ამგვარი წიგნი სჯობს საერთოდაც არ გამოიცეს.

 კარგი იქნება თუ ამ საქმეს ღვინის ეროვნული სააგენტო აიღებს თავის თავზე, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ საქმეში დარგში ჯერ კიდევ შემორჩენილი სპეციალისტები ჩაებნენ და ეს საშური საქმეც მალევე განხორციელდეს, რაც ჩვენი ქვეყნის მევენახეობის ძირს დაცემულ დარგს ნამდვილად კეთილად წაადგება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული