Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Château Lagarette, Cuvée Renaissance 2003

ბორდოში მოწეული სამი წამყვანი  ჯიშიდან (40% მერლო, 40% კაბერნე სოვინიონი, 20% მალბეკი) დაწურული ბიოდინამიკური ღვინო, რომლის ალკოჰოლური შემცვლელობა 12.5%–ია, ძალზე დახვეწილი ფერით გამოირჩევა (გამჭირვალე ლალისფერი), პირველ შესუნთქვისას თავს იჩენს ტკბილი კარამელის სურნელი, რომელსაც ერწყმის სანელებლების, კერძოდ როზმარინისა და მიხაკის ტონები. გამოირჩევა შავი კენკრის, მაყვლისა და ჟოლოს გემურობით. საკმაოდ სხეულიანია, მდიდარია ტანინებით, რომელიც თავიდან მძაფრად იგრძნობა, ხოლო შემდგომ რბილდება. საუცხოოდ გემრიელია ნოყიერ ხორცისგან მომზადებულ საკვებთან, ლორთან, ტაფაზე მოხრაკულ ხორცთან, ხაშლამასთან, ცვრიან ღორის მწვადთან, შემწვარი ღორის კანჭთან.

© ამადეუს


ვნახო ერთი ჩემ მაღაზიაში თუ არის ეგ ღვინო

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234