Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბაბა განუში

საჭირო მასალა: 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი, 2-4 კბილი ნიორი, 6-10 ს.კ. ტაჰინას პასტა, 1 ლიმონის წვენი, 1/4 ჩ.კ. დაფქული ძირა, მარილი, ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი. გასაფორმებლად – ქინძის ფოთლები, ცხარე წიწაკის სოუსი, ზეთისხილი ან კიტრისა და წიწაკის მარინადი. სუფრასთან მისატანად – პური “პიტა” ან ფრანგული ბატონი.

მომზადება: ბადრიჯანი შევწვათ გრილზე ან გამოვაცხოთ ღუმელში. 30-60 წუთით მოვათავსოთ პარკში შესაგრილებლად, შემდეგ გავაცალოთ კანი, დავჭრათ და გავთქვიფოთ ბლენდერში. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ტაჰინა, ლიმონის წვენი, ძირა და თუ ძალიან ჩასქელდება, დავამატოთ ცოტაოდენი წყალი ან ლიმონის წვენი. მიღებული მასა გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი. გავაფორმოთ მწვანილით, ზეთისხილით ან მარინადით. სუფრასთან მივიტანოთ პიტასთან ან ფრანგულ ბატონთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend



სხვათა შორის, ამ კერძს მისტიკურ თვისებას მიაწერენ _ ძალიან გემრიელი და მადისაღმძვრელია, ეს თვისებები ვინც ჭამს იმასაც გადაედება ხოლმეო და ამიტომ ქალებმა ცოტა უნდა ჭამონო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული