Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დღეს პირველი ქართული სიგარის პრეზენტაცია გაიმართება

კომპანიები „აჭარის თამბაქო“ და „ასკანელი ძმები“ დღეს პირველი ქართული სიგარისა და კონიაკის ერთობლივ პრეზენტაციას გამართავენ. როგორც “აჭარის თამბაქოდან” გვაცნობეს, კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა პირველი ქართული სიგარის წარმოებას. პირველ წელს აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოყვანილი, უმაღლესი ხარისხის თამბაქო სრული ტექნოლოგიური პროცესის გასავლელად გაიგზავნა ჰონდურასში და შემდეგ აჭარაში მოყვანილი თამბაქოს და ლათინური ამერიკის შავი თამბაქოს ჯიშების ნაზავისაგან პირველი ქართული სიგარა “გონიო” დამზადდა.
 
რაც შეეხება “ასკანელ ძმებს“, კომპანია 22 დასახელების ღვინოს, 8 დასახელების ბრენდის, 2 დასახელების ჭაჭას აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი კი ბალტიისპირეთში, ამერიკაში, პოლონეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება. პირველი ქართული სიგარის და კონიაკის ერთობლივი პრეზენტაცია 17 ოქტომბერს კლუბ-რესტორან “ქალაქურში” გაიმართება და მას ბიზნეს, ასევე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

რადიო "კომერსანტი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული