Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცი მალაიზიურად

საჭირო მასალა: 600 გ ძროხის რბილი ხორცი, 2 ს.კ. კარის პასტა, 1 თავი ხახვი, 3-4 კბილი ნიორი, 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 400 მლ ქოქოსის რძე, მარილი, წიწაკა – გემოვნებით. ბრინჯი – გარნირად.

მომზადება: ხახვი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავუმატოთ ხახვისა და ნივრის პასტა. 1-2 წუთში ხახვთან ერთად ტაფაში მოვათავსოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. ტემპერატურას დავუწიოთ და ხახვის მასაში არეული ხორცი კარგად მოვშუშოთ. დავუმატოთ ქოქოსის რძე, კარი, მარილი და წიწაკა. ქურაზე დავდოთ ცეცხლის გამანაწილებელი, ზედ დავდგათ თავდახურული ქვაბი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. როდესაც ხორცი ძალიან დარბილდება და წვენი შესქელდება, კერძი მზადაა. მივირთვათ ბრინჯთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული