Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის თაჯინი

საჭირო მასალა: 1,5 კგ ქათმის ხორცი, 3 თავი ხახვი, 500 გ სხვადასხვა ჩირი (ქიშმიში, შავქლიავა, კურაგა, ლეღვი და ა.შ. სურვილის მიხედვით), 3 კბილი ნიორი,  1 ღერო და 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, 2 ცალი ბადიანის ვარსკვლავი, ¼ ჩ.კ. ჯავზი, 150 მლ წყალი,  5-6 ღერი ზაფრანა, ½ ლიმნის წვენი, 50 გ ზეითუნის ზეთი, მარილი და დაფქული თეთრი პილპილი გამოვნებით.

მომზადებაწყალი გავაცხელოთ  და ჩავყაროთ ზაფრანა ფერის გასაშვებად. ქათამი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, ხახვი და ნიორი დავჭრად წვრილად. მარილის, ჯავზის, პილპილის და დარიჩინის ნაზავი შევაზილოთ ქათმის ნაჭრებს. გაცხელებულ თაჯინში მოვათავსოთ ზეითუნის ზეთი, ხახვი, ნიორი, დარიჩინის ჯოხები, ბადიანი, დავაწყოთ ქათმის ნაჭრები, მოვასხათ ზაფრანიანი წყალი, ლიმნის წვენი, დავახუროთ თავზე და ცეცხლზე დავდგათ 40 წუთით. შემდეგ ქათამზე დავაწყოთ წინდაწინ თბილ წყალში დამბალი ჩირეულობა, დავახუროთ თავზე და 100 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდგათ 1 საათით. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ კუსკუსი ან ბრინჯი. თაჯინის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ თიხის ქოთანი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული