Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოსობუკო მილანურად

საჭირო მასალა: 4 განივ ნაჭრად დაჭრილი ხბოს წვივი, 1 თავი ხახვი, 1 სტაფილო, 1 ღერი ნიახური, 8 პამიდორი, 200 მლ თეთრი ღვინო, 500 მლ ქათმის ან საქონლის ბულიონი, რამდენიმე ღერი ბეგქონდარა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 2-3 როზმარინის წიწვი, მარილი, პილპილი - გემოვნებით, ზეთი - შესაწვავად. გრემოლატა – 4-5 ღერი ოხრახუში, 1 კბილი ნიორი, 1 ლიმონის  ცედრა.

მომზადება: ძვლიანად დაჭრილ ხორცის ნაჭრებს დავაყაროთ მარილი, პილპილი და სქელძირიან ქვაბში მოვბრაწოთ. იმავე ქვაბში ჩავასხათ თეთრი ღვინო, როცა ამოშრება, დავუმატოთ ბულიონი, ჩავაბრუნოთ ხორცი, დავუმატოთ სანელებლები, თავზე დავახუროთ და ვხარშოთ მინიმუმ 3 საათი, სანამ ძალიან არ ჩარბილდება. წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ნიახური მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე და ოსობუკოს მომზადებამდე 15 წუთით ადრე დავუმატოთ. მოვამზადოთ გრემოლატა – ლიმონის ცედრა, დაკეპილი ოხრახუში და ნიორი ავურიოთ და მზა კერძი ამ ნაზავით შევკმაზოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული