Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის თაღლითებისათვის სახელმძღვანელო გამოუშვეს

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა წიგნი, რომელსაც ფრიად შემაშფოთებელი სათაური აქვს: “სახელმძღვანელო ღვინის თაღლითებისათვის”. თუმცა, ამ წიგნში ცუდს ვერაფერს ამოიკითხავთ, პირიქით, ის სავსეა სასარგებლო რჩევა-დარიგებებით. წიგნის ავტორები არიან ჟურნალისტი სტიუარტ ჯორჯი, რომელიც ძირითადად ღვინის შესახებ წერს და დოქტორი ნოა ჩარნი, რომელიც ხელოვნების სფეროში მომხდარი დანაშაულების ექსპერტად არის მიჩნეული. ავტორები ღვინის სამყაროში მომხდარი თაღლითობების შესახებ მოგვითხრობენ და გვასწავლიან, როგორ დავიცვათ თავი, რათა ფალსიფიკატორთა მახეში არ გავებათ. მაგალითისათვის ისინი რამდენიმე ამბავსაც გვიამბობენ, თუმცა ყველაზე დაწვრილებით მაინც ორ თაღლითზე – მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ ყალთაბანდებზე - ჰარდი როდენშტოკსა და რუდი კურნიავანზე მოგვითხრობენ. “სახელმძღვანელოში” ასევე მოცემულია პრაქტიკული რჩევები, როგორ ავარიდოთ თავი ფალსიფიკატორთა მახეს და არ შევიძინოთ იაფფასიანი სასმელი ელიტურის ფასად. შეგახსენებთ, რომ კოლექციონერმა ჰარდი როდენშტოკმა საყოველთაოდ მაშინ გაითქვა სახელი, როცა ამერიკელ ბიზნესმენ ბილ კოხს ოთხი ბოთლი Chateau Lafite ნახევარ მილიონ დოლარად მიჰყიდა, თანაც დაარწმუნა, რომ ეს სასმელი თავის დროზე თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა. რუდი კურნიავანიც საკმაოდ სახელმოხვეჭილი ყალთაბანდი აღმოჩნდა. მან გასულ წელს სცადა, ფალსიფიცირებული ღვინის მოზრდილი პარტია გაეყიდა, საიდანაც მილიონ დოლარზე მეტ მოგებას ელოდა, თუმცა მას ამ აფიორის განხორციელება არ დასცალდა – ლოს-ანჯელესში FBI-მ დააკავა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული