Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლასპინგი

ექვსი ხბოს ფეხი ან ერთი მოზრდილი ხბოს თავი კარგად გაწმენდილი, გარეცხილი მოხარშეთ; ხორცი გამოაცალეთ, კვერცხსა და სუხარში ამოავლეთ, შეწვით. რაც ძვლები დარჩება, დაკუწეთ, ისევ იმ წვენში ჩაყარეთ და მიუმატეთ ხორცი, ქათმის ან ინდოურის ძვლები, ან კიდევ რისაც საცივი (მაიონეზი) კეთდება, იმის ძვლები და ხორცი; რაც უფრო დიდხანს იხარშება, იმდენად უფრო გემრიელია. ორი თავი ხახვი, ორი ძირი სტაფილო, ერთი ძირი ოხრახუში, ერთი ძირი ნიახური, ორი დაფნის ფოთოლი, ოცი ბაჰარი, მარილი, ესენი სულ ჩააყარეთ და კარგად ცაიხარშოს, ქვაბი გადმოდგით და, როცა გაგრილდება, რასაც ქონს მოიგდებს, იმას მოხდით; ნახევარი ჩაის სტაქანი თეთრი ძმარი ჩაასხით ან ლიმონის წვენი, იმდენი სიმჟავე მიეცით, რომ გემო კარგი ჰქონდეს; ან სამი კვერცხი გატეხეთ და ნაჭუჭიანად შიგ ჩააგდეთ, მერე ისევ ცეცხლზე შედგით და ნელ ცეცხლზედ იხარშოს, ხშირად და წყნარად მოურიეთ; ქვაბს თავი დახურეთ, როცა ლასპინგი დაიწმინდება, სალფეტკში გაწურეთ და აადუღეთ.  დაწმენდილი ლასპინგი ოთხი ჩაის სტაქანი უნდა გამოვიდეს და, თუ ნაკლებია, ადუღებული წყალი მიუმატეთ. ვისაც უნდა, რომ წიტელი ფერი ჰქონდეს, წითელი წებოთი (ჟელატინით) შეღებეთ ან ორი ნატეხი შაქარი დაწვით და ის აურიეთ. თუ წმინდა ფერი არა აქვს, ისევ ჩაასხით ქვაბში და ერთი კვერცხის ცილა ჩააგდეთ, მერე კიდევ სალფეტკში გაწურეთ, თეფშებზე დაასხით და დადგით ყინულზე ან ცივ ალაგას, რომ გაიყინოს.

ბარბარე ჯორჯაძე
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული