Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წელს კახეთში 94 719 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

წელს კახეთში 94 719 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან, აქედან - 65 211 ტონა რქაწითელს, 24 449 ტონა საფერავს და 5 058 ტონა ჰიბრიდულს და სხვა დანარჩენს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ პეტრე კიკნაძემ განუცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, კახეთში რთველი 24 აგვისტოს დაიწყება. მისი თქმით, კახეთის მასშტაბით, მიმდინარე წელს, ყურძნის მისაღებად 34 პუნქტი იმუშავებს.

„თვენახევრიან რთველზე გადავდივართ, რაც ადრე საოცნებო იყო. წინა წლებში გვქონდა 20 დღიანი რთველი, დიდი რიგები და ეს აისახებოდა ხარისხზეც“, - აღნიშნა კვეზერელმა.

ყურძნის ყველაზე მეტ მოსავალს, 21 000 ტონას, გურჯაანის რაიონში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 125 000 ტონას გადააჭარბა. წელს თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში, ვენახები დაისეტყვა და მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.

ghn.ge



შესაშური სიზუსტითაა დათვლილი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული