Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორდონ ბლუ

საჭირო მასალა: 4 ცალი ქათმის ფილე, 4 ნაჭერი ლორი, 4 ნაჭერი ყველი, 2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი, 0.5 ჩ.კ. მშრალი თავშავა, 0.5 ჭიქა საფანელი, 2 კბილი ნიორი, 1.5 ჩ.კ. პაპრიკა, 3 ს.კ. კარაქი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ფილე ღრმად ჩავჭრათ და გადავხსნათ, გადავაფაროთ ცელოფანი და დავბეგვოთ. ავურიოთ თავშავა, მარილი, პილპილი და მოვათავსოთ დაბეგვილ ხორცზე. ფილეს ერთ მხარეს დავაწყოთ ლორი და ყველი და რულეტივით გადავახვიოთ. დავამაგროთ კბილის ჩხირებით. ჯამში ავურიოთ პარმეზანი, ნიორი, საფანელი და პაპრიკა. კარაქი გავადნოთ. რულეტები ამოვავლოთ კარაქში, შემდეგ საფანელის ნაზავში, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული