Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გრესტა (ლაზური)

ინგრედიენტები:

4 ც ბულგარული წიწაკა
200 გრ სულგუნი
1 შეკვრა ქათმის ფილე ან 300 გრ ძროხის ხორცი
400 გრამი ქამა სოკო
1 ჩ/კ ტომატ პასტა
ნახევარი პაკეტი კარაქი

მომზადება:

დავჭრით ბულგარულს, სოკოს (მოხარშვის შემდეგ, გაწურულს), პატარა ქვაბში ჩავდებთ კარაქს და ნელ ცეცხლზე დავადგამთ. როცა მოთბება ტაფა და ცხიმიც გალღვება, ჩავყრით დაჭრილ ბოსტნეულს... ამავდროულად ქათმის ფილეს ან ძროხის ხორცს საშუალო ზომის ნაჭრებათ დავჭრით და მოვხარშავთ. შემდეგ დავჭრით წვრილ ნაჭრებად. ამავდროულად ნელ ცეცხლზე დადგმული ბოსტნეულიც მოიშუშება, რომელსაც  დავამატებთ დაჭრილ ხორცს, ტომატს და ცოტა კარაქს... ეს ყველაფერი ერთად მოიშუშება, ამავდროულად ვამატებთ მარილს გემოვნებით და იმ მწვანილებს, რაც გესიამოვნებათ, რეჰანი აუცილებლად. შეგიძლიათ ქინძიც დაამატოთ, თუმცა ლაზები არ ამატებენ. როცა ყველაფერი მომზადდება, მოვამზადებთ კეცს, ჩავდებთ კარაქს და თითო კაცზე ვაკეთებთ თითო კეცს. კარაქი რომ მოლღვება კეცზე, გადავიტანთ ამ ჩვენს მომზადებულ მასას და ზემოდან დავფარავთ მთლიანად სულგუნის თხელი ნაჭრებით. ყურადღება მიაქციეთ, სულგუნი არ დააქუცმაცოთ, თორემ წყლად წავა. როცა კეცს მთლიანად დაფარავთ, შედეთ ღუმელში 10 წუთით და კერძი მზადაა. სუფრაზე მიგვაქვს კეცებითურთ.

 

© nanka_iuristka

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული