Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძროხის ხორცი ბრინჯით

საჭირო მასალა: 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი, 1,5 ჭიქა ძროხის ბულიონი, 2 ს.კ. სოიას სოუსი, 0,5 ს.კ. დაკეპილი ნიორი, 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 500 გ  მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ძროხის რბილი ხორცი, 250 გ ბროკოლი, 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი, 2 ჭიქა წყალი, 2 ს.კ. კარაქი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ბულიონში გავხსნათ ფქვილი, სოიას სოუსი, შაქარი და ნიორი. ღრმა ტაფაში შევწვათ ძროხის ხორცი, ხშირად ვატრიალოთ, რომ თანაბრად შეიწვას, ცხიმი გადავღვაროთ, ჩავუმატოთ ბროკოლი და 2 წუთი ვშუშოთ. ხორცსა და ბროკოლის დავასხათ ბულიონში გახსნილი ინგრედიენტები და ვშუშოთ მომზადებამდე. პარალელურად მოვხარშოთ ბრინჯი – ჩავყაროთ ადუღებულ მარილ-წყალში, დავუმატოთ კარაქი, დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ 15 წუთი. ხორცი და ბროკოლი მივირთვათ ბრინჯთან ერთად, სურვილისამებრ მოვასხათ სოუსიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული