Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“დემის მარანი” - მცირე მარნების ანთოლოგია (82)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარნის დაარსება გადავწყვიტეთ 2015 წელს. ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვეგრძელებინა ქვევრის ღვინის 8000 წლიანი ტრადიცია. როცა წიპწები აღმოაჩინეს, ეს ჩვენი მოტივაცია გახდა, რომ ღვინო უფრო აქტიურად გვეწარმოებინა. ჩვენც გვინდოდა, ქართული ღვინის მცველები ვყოფილიყავით. სანამ აქტიურ წარმოებას დავიწყებდით, იქამდე ვენახები გვქონდა ქართლში გაშენებული და მხოლოდ ოჯახი მივირთმევდით ჩვენს ღვინოს. მერე და მერე ჩვენი მარანიც დაიხვეწა, ღვინო კი საზღვარგარეთ გავიდა.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჩვენს ვენახებში გაშენებული გვაქვს ქართლის ჯიშები : ჩინებული, თავკვერი, გორული მწვანე  და ახლა შავკაპიტოს გაშენებასაც ვაპირებთ

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენს მარანში ვაყენებთ ჩინურს, თავკვერს, გორულ მწვანესა და ხაშმის საფერავს. ვენახს კი ბიოდინამური მეთოდებით ვუვლით და ვართ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი. ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი ღვინო, ჩინური 2016 წლის მოსავალი, 2017 წელს ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. თავკვერის 2016 წლის მოსავალი მთლიანად გაიყიდა  ასევე ადგილობრივ ბაზარზე (ღვინის ბარი „ანდერგრაუნდი“). 2016 წლის თავკვერმა დიდი მოწონება დაიმსახურა.მეტსაც გეტყვით, არც კი ველოდებოდით ასეთ შედეგს.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჩვენი ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა.პირველად ერთ-ერთმა იმპორტიორმა ყაზახეთში წაიღო ჩვენი ღვინო,  2017 წლიდან უკვე სხვადასხვა ბაზარზე გავიტანეთ. კი, უნდა ითქვას ისიც, რომ პანდემიამ ცოტა შეგვაფერხა, თუმცა მაინც მოვახერხეთ იაპონიაში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში ჩვენი ღვინის ცოტ-ცოტა რაოდენობით გაშვება. ჩვენი ღვინო ამჟამად იყიდება საფრანგეთში, უკვე ორი წელია.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

პირველი სირთულე მაინც გაყიდვების შეჩერება იყო პანდემიის გამო, თითქოს მოტივაციაც უფრო შემცირდა, თუმცა ნელ-ნელა ამოვიქაჩეთ. დავუბრუნდით ძველ მიზნებსა და განწყობას. ვფიქრობ, დასახვეწია გამოფენებზე მონაწილეობის მიღებისთვის დროული ინფორმაციის მოწოდება. ასევე, სასურველია მონაწილეობის საფასურის შეღავათიანი შეთავაზებაც.

 

თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ღვინის ეროვნული სააგენტოს უფრო აქტიური მხარდაჭერა მცირე მარნებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა მივყვეთ ბიომეღვინეობას, რაც უფრო მეტ წარმატებასაც მოგვიტანს.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

დიდი სიყვარულით და მოთმინებით გაყვნენ ბუნებრივი ღვინის განვითარების გზას და შედეგიც არ დააყოვნებს. 

ქვემო ქართლი, სოფელი მარტყოფი, ბროწეულას დასახლება

"დემის მარანი"
ტელ: 599 403 404; 591 406 163
Email: gulikopanchulidze@gmail.com
WebPage: https://www.demigroup.online/

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული