Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ღორის ხორცი გულსართით

საჭირო მასალა: 1 კგ ღორის შემწვარი რბილი ხორცი. 3 კბილი ნიორი, 5 ტოტი როზმარინი, 1 ს.კ. პომიდვრის პასტა, 150 გ ბეკონი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 6 ს.კ. ხორცის ბულიონი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ღორის ხორცის ნაჭერს წავუსვათ მარილი, პილპილი და ზეთდასხმული  ფორმით შევდგათ ღუმელში. როდესაც ხორცი ნახევრად შეიწვება, გავჭრათ სიბრტყელზე, წავუსვათ დაჭყლეტილი ნიორი, მოვაყაროთ რამდენიმე როზმარინის ტოტი, მარილი და პილპილი და ჩავუწყოთ პომიდვრის პასტაში არეული დაჭრილი ბეკონის ნაჭრები, დავაფაროთ მეორე ნაჭერი და შევკრათ ძაფით. ხორხის ნაჭერს მოვაყაროთ დარჩენილი როზმარინის ტოტები, მოვასხათ ბულიონი და ისევ შევდგათ ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123