გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2008 - 22:21

აიღეთ კომბოსტო და ბულგარული წიწაკა, ძალიან თხლად დაჭერით. დაჭერი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი. დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენი, 3-4 საშუალო ზომის კბილი ნიორი, მარილი, შავი წიწაკა და პატარა კონა პიტნა დააბლენდერეთ და მოასხით კომბოსტოს, ზემოდან მოაყარეთ მწვანილი. ლიმონის წვენის მაგივრად შეგიძლიათ იხმაროთ ძმარიც, ხოლო ზეთს რაც შეეხება - ძალიან უხდება მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ გემოვნებით დაუმატოთ სოიოს სოუსიც. ასევე დახეხილი სტაფილო უმად და ჭარხალიც.
© miau
თემა:
დაბლენდერება
ავტორი: წკაპო - 11/03/2009
საინტერესო რეცეპრი ჩანს, გმადლობთ.
მომიტევეთ ესდენი „უვიცობა“, მაგრამ დაბლენდერება რას ნიშნავს?
- reply
kombostos salaTi
ავტორი: Anonymous - 08/07/2009
დაბლენდერება, ანუ ბლენდერში გატარება. შეიძლება ითქვას,ძალიან კარგად ათქვეფა, მაგრამ როდედსაც ბლენდერში ტარდება პროდუქტი, ის თან ძალიან წვრილად ქუცმაცდება და თან ითქვიფება :)
- reply










