Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცის რულეტები ღვინის სოუსში

საჭირო მასალა: ღორის ხორცის 4 თხელი ნაჭერი, 1 სტაფილო, 1 პატარა ვაშლი, 1/4 ჩ.კ. თავშავა, ჯავზი, მარილი, წიწაკა, 1 ს.კ. ცხიმი. სოუსისთვის - 1 ს.კ. ტომატპასტა, 1/3 ჭიქა წითელი ღვინო, 0,5 ჩ.კ. შაქარი, მარილი, ჯავზი, წიწაკა, 1 ჩ.კ. სახამებელი, რამდენიმე ღერი ოხრახუში.

მომზადება: ღორის ხორცის ნაჭრები დავბეგვოთ. სტაფილო და ვაშლი გავხეხოთ, შევურიოთ თავშავა, მარილი, წიწაკა და ჯავზი. ღორის ხორცის ნაჭრებში შევახვიოთ ვაშლისა და სტაფილოს გულსართი და ხის ჩხირებით შევკრათ. თაფაზე გავადნოთ ცხიმი და ხორცის რულეტები შევწვათ. შემდეგ შემწვარ რულეტებს გამოვაძროთ ჩხირები. სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად ავურიოთ და ტაფაზე ხორცს მოვასხათ. როდესაც წვენი წამოდუღდება, გადმოვდგათ, გადავიტანოთ თეფშზე და ზემოდან წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.





StatCounter - Free Web Tracker and Counter