Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთში ღვინის საინვესტიციო ფონდი შეიქმნა

ჩინეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში პირველი საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელიც ღვინის წარმოების მხარდასაჭერად შეიქმნება. ფონდი,  რომელსაც სახელად Dinghong ეწოდება, ჩინელმა ბანკირმა და ღვინის დიდმა დამფასებელმა - ლინგ ჩიიციუნმა ჩამოაყალიბა. ფონდი აპირებს 5 წლის განმავლობაში 110 მილიონი ევროს ინვესტირებას ბორდოულ კომპანია Vintex & les Vignobles Grégoire-სთან თანამშრომლობისთვის. სწორედ ამ კომპანიას დაეკისრება ჩინური ორგანიზაციისთვის ღვინის შესყიდვა. ფონდი წელსვე შეუდგება მუშაობას და ღვინის შესაძენად ყოველწლიურად 22 მილიონ ევროს გამოყოფს. ჩინელები აპირებენ შეისყიდონ როგორც ბორდოული, ისე ბურგუნდიული ღვინოები. აღსანიშნავია, რომ თანხის 60% უკვე გაყიდვაში გამოსული ღვინოების შესაძენად დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 40% - ე.წ. en primeurღვინოების, ანუ ისეთი ღვინოების შესაძენად, რომლებიც ჯერ ბოთლებში ჩამოსხმული არ არის. ფონდში მინიმალური შესატანი კომპანიებისთვის 1 მილიონ ევროს, ხოლო ფიზიკურ პირთათვის - 100 ათას ევროს შეადგენს. Vintex & les Vignobles Grégoire-ს წარმომადგენლის განცხადებით, ღვინის ბიზნესში უკვე არაერთი ჩინური კომპანიაა ჩართული, მაგრამ მათი ორგანიზაცია უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს იძლევა, რადგან ღვინის შესყიდვა მსხვილ პარტიებად, ოფიციალური ფონდის მეშვეობით მოხდება. ფონდი  საგანმანათლებლო ფუნქციების შეთავსებასაც აპირებს - მისი მესვეურების განცხადებით, ბორდოს ვენახებში მოეწყობა ჩინელ ბიზნესმენთა ვიზიტები, ჩინეთში კი, ევროპელ მეღვინეთა მონაწილებით, მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება იგეგმება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული