Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ხაში

ძროხის ჩლიქები, ფაშვი და ნაწლავები გავასუფთავოთ, კარგად გავრეცხოთ ცივი წყლით და გამდინარე წყალში გავაჩეროთ ნახევარი საათი მაინც, რომ ფაშვმა დამახასიათებელი სუნი დაკარგოს. შემდეგ დავჭრათ ჩლიქები მოგრძო ნაჭრებად, ხოლო ფაშვი და ნაწლავები საშუალო ზომის ნაჭრებად. კიდევ ერთხელ გავრეცხოთ თბილი წყლით და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ, ისევ დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. ვხარშოთ მანამ, სანამ ჩლიქები არ ჩაიხარშება და წვენი ოდნავ არ შესქელდება. უნდა ვადუღოთ სულ თავდახურული, რათა წვენი თეთრი გამოვიდეს. ხორცის მოხარშვამდე თუ წყალი დააკლდება, დავამატოთ მდუღარე.

ხაშს საერთოდ მიირთმევენ დილით, ამიტომ უნდა მოვხარშოთ წინა დღეს. დილით წამოვადუღოთ, დავამატოთ დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა რძე და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.

მარილს და დანაყილ ნიორს გემოვნებით თითოეულ ულუფას ცალ-ცალკე უმატებენ.

ასეთივე წესით მზადდება ცხვრის ხაში.

მასალა:

ძროხის ჩლიქები, ფაშვი, ნაწლავები 1,5-2 კგ

რძე 1 ჩაის ჭიქა

მარილი და ნიორი გემოვნებით

© .სიმონიძე. ყირმელაშვილი

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული