Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კრემ-ბორშჩი

ქვაბი N1. ხორცი ცალკე იხარშება მარილიან, წიწაკიან, დაფნიან წყალში. როცა მოიხარშება, ამოიღეთ და დაჭერით სასურველ ზომაზე. ამავე წყალში მოხარშეთ კარტოფილიც.

ქვაბი N2. ცალკე შუშავთ ხახვს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს, უმატებთ ტომატს, მწვანილს, ნიორს და რამდენიმე წუთის შემდეგ დააბლენდერებთ. ნახარში აურიეთ ბოსტნეულის მასას თანდათან. ასე, ადვილად მიხვდებით რა სისქის გამოვა ბორშჩი. იხარშოს 10-15 წუთი, ბოლოს ჩაყარეთ ხორცი და კარტოფილი. შეკმაზეთ ხმელი ქინძით და რეჰანით. მარილი, წიწაკა გემოვნებით.
 
გაითვალისწინეთ, ხორციანი სუფები მეორე დღეს უფრო გემრიელია, რადგან ხორცი თავიდან იცლება გემოსგან - რათა ბულიონი გაამდიდროს, სამაგიეროდ მეორე დღეს უკვე თავადაც ხდება გემრიელი წვენის ხარჯზე.
© peppi

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123