Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოტლანდიური წვნიანი

საჭირო მასალა: 300 გ ცხვრის ხორცი, 1/3 ჭიქა ქერის ბურღული, 2 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2-3 ცალი კარტოფილი, პამიდვრის წვენი – 150 მლ, 1 კონა მწვანე ხახვი, ზეთი  - შესაწვავად, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ცხვრის ხორცი გავრეცხოთ და 2-3 სმ-ის კუბებად, ხახვი კი წვრილად დავჭრათ. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და ხორცი მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევაწითლოთ. დავუმატოთ ხახვი და როდესაც ხახვი ჩარბილდება, დავასხათ პამიდვრის წვენი. ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ გარეცხილი ბურღული, დავასხათ 3-4 ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. სანამ ბურღული მოიხარშება, გავფცქვნათ სტაფილო და კარტოფილი და სურვილისამებრ დავჭრათ. როდესაც ქერის ბურღული მოიხარშება, წვნიანს ჩავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული, მარილი და პილპილი. დავასხათ კიდევ 4-5 ჭიქა ცხელი წყალი. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, წვნიანი მზადაა. სუფრასთან მიტანის წინ წვნიანში ჩავყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული