Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტორტი ვარდის მურაბითა და ნუშით

საჭირო მასალა: 1 ს.კ. მშრალი საფუარი, 3/4 ჭიქა რძე, 0.5 ჭიქა შაქარი, 2-3 ჭიქა ფქვილი, 1 ლიმონის ცედრა, 5 კვერცხის გული, 2 ს.კ. კარაქი. გულსართისთვის – 300 გ ვარდის მურაბა, 4 ს.კ. ნუშის ფირფიტები, მწიკვი ლიმონის ცედრა, 2 ს.კ. გამდნარი კარაქი. ზემოდან წასასმელად – 1 კვერცხის ცილა.

მომზადება: საფუარი ავურიოთ 1 ჩ.კ. შაქარსა და 2 ს.კ. ფქვილთან. დავამატოთ შემთბარი რძის ნახევარი, ავურიოთ და დავდგათ ასაფუებლად. როცა აფუვდება, დავუმატოთ თბილი რძე, შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. როცა ხელს აღარ მიეკრობა, შევაზილოთ გამდნარი, თბილი კარაქი, მოვზილოთ ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ვარდის მურაბას დავუმატოთ კარაქი და ნუში. ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ მურაბიანი გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ. გავყოთ 5-6 ნაწილად, ფორმაში ჩავაწყოთ და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 20 წუთის შემდეგ წავუსვათ კვერცხის ცილა და შევდგათ კიდევ 30 წუთით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული