Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამარხვო თაფლა-კვერი

საჭირო მასალა: 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი, 2 ს.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სოდა, 2 ს.კ. კაკაო, 0,5 ჭიქა ქისმიში, 0,5 ჭიქა დაფქული ნიგოზი, 0,5 ჭიქა ზეთი, 1,5-2 ჭიქა ფქვილი, დარიჩინი – გემოვნებით, ნუში – მოსართავად.

მომზადება: პატარა ქვაბში ჩავყაროტ შაქარი, დავასხათ წყალი და ზეთი, დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ. დავუმატოთ თაფლი. მოვურიოთ, რომ შაქარი და თაფლი კარგად გადნეს.  თაფლიან მასას დავაყაროთ ერთმანეთში არეული დარიჩინი და კაკაო, ნიგოზი, ქიშმიში და სოდაარეული ფქვილი. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს ზემოდან მოვაყაროთ დათლილი ნუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული