Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ნაყინი “ტუტი-ფრუტი”

საჭირო მასალა: 3 კვერცხის გული, 1,5 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა რძე, 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღები (35%), 2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ცუკატები ან ცოცხალი ხილი და ნიგოზი, ვანილი – გემოვნებით.

კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე და ვანილი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვხარშოთ მანამ, სანამ არ შესქელდება. თან ვურიოთ. მომზადებული კვერცხის მასა კარგად გავაგრილოთ, შევათქვიფოთ ათქვეფილი ნაღები, ავურიოთ ხილი და ნიგოზი ან ცუკატები, ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ საყინულეში. 4 საათის განმავლობაში 2-3-ჯერ გამოვიყოთ ნაყინი და გავთქვიფოთ, შემდეგ კი შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234