Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ტევანი კახური, ნაფარეულის ძველი მარანი – 2007

ღვინო დაწურულია რქაწითლისა და მწვანეს ჯიშის ყურძნიდან, რომელიც ნაფარეულის მიკროზონაშია მოყვანილი. დადუღებული და დავარგებულია ქვევრში, კახური ღვინისთვის საკმაოდ ღია ფერისაა, უფრო ჩალისფერი ეთქმის, ვიდრე ქარვისფერი. ახასიათებს ძალზე ეფექტური და სასიამოვნო სურნელი, სადაც წინა პლანზე გამოდის გრეიპფრუტის არომატი, რომელიც მალე ალაოს სურნელში გადაიზრდება. ნაკლებ სხეულიანია, კახური ტიპის ღვინისთვის შეუფერებელი მჟავიანობით და მოკლე დაბოლოებით. სუსტად  იგრძნობა ტანინები (განსხვავდება როგორც კლასიკური ევროპული, ისე ტრადიციული კახური ღვინოებისგან, თუმცა უფრო შუალედური ადგილი უკავია ამ ორი ტიპის ღვინოებს შორის).
"კახური ტევანი" კარგი მისაყოლებელი იქნება შემწვარ თევზთან, მოხარშულ ხბოს ხორცთან, ყველთან, ხორციან და თევზიან (მათ შორის გამოყვანილი თევზით) სალათებთან.
 
მ.ხ.
© vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123