გამოქვეყნებულია: 18 ივნისი, 2013 - 12:28
საჭირო მასალა: 500 გ მარწყვი, 2 ს.კ. შაქარი, 1 ჭიქა დაფხვნილი ტკბილი კრეკერი, 2 ს.კ. კარაქი, 350 გ ნაღების ყველი, 0,5 ჭიქა არაჟანი, 2/3 ჭიქა შაქრის პუდრი, 2 ჩ.კ. ამარეტო, 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები, პიტნის ფოთლები – მოსართავად.
მომზადება: მარწყვი გავარჩიოთ, დავჭრათ და 1 ს.კ. შაქარი მოვაყაროთ. კრეკერის ნაფხვენს შევურიოთ გამდნარი კარაქი და 1 ს.კ. შაქარი. ნაღების ყველი გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ არაჟანი, შაქრის პუდრი, ამარეტო და ერთად ავთქვიფოთ. მეორე ჯამში კარგად ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ყველის კრემს. მარწყვი, კრეკერი და კრემი სასურველ ფორმებში ფენა-ფენა ჩავდოთ და პიტნის ფოთლებით მოვრთოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი