Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბანანის ბრაზილიური დესერტი

საჭირო მასალა: ბანანისა და კარამელის ფენა – 500 გ შაქრის პუდრა, 6 ბანანი, 100 მლ წყალი. კრემი – 400 მლ შესქელებული რძე, 600 მლ რძე, 4 კვერცხის გული, 2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი, 10 გ ვანილის შაქარი, 1 ჩ.კ. კარაქი. ბეზე - 4 კვერცხის ცილა, 2 ს.კ. შაქრის პუდრა, 1/2 ლაიმი ან ლიმონი.

მომზადება: სქელძირიან ღრმა ტაფაში მოვათავსოთ შაქარი და წყალი. დავდგათ ცეცხლზე და როცა კარამელიზაცია დაიწყება, ჩავამატოთ დაჭრილი ბანანები. რამდენიმე წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე და თან მსუბუქად ვურიოთ. საცხობ ფორმებს თხლად წავუსვათ კარაქი, ზედ დავაწყოთ კარამელიზებული ბანანები. ცალკე ქვაბში ჩავასხათ რძე, შესქელებული რძე, კვერცხის გულები, სახამებელი და მუდმივი მორევით ნელ ცეცხლზე ვადუღოთ შესქელებამდე. მზა კრემს ავურიოთ ვანილის შაქარი და კარაქი. კრემი მოვათავსოთ ბანანას მასის ზემოდან. ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ლაიმის ან ლიმონის ცედრა და ძალიან კარგად ავთქვიფოთ. ბეზეს მასა კრემის ზემოდან მოვათავსოთ და 10-15 წუთით შევდგათ ცხელ ღუმელში, ვიდრე ზედაპირი არ დაიბრაწება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული