Home
ქართული | English
ივლისი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

ბანანის ავსტრალიური ღვეზელი

საჭირო მასალა: ღვეზლისთვის - 150 გ კარაქი, 2 ცალი მწიფე ბანანი, 1 ცალი დაჭყლეტილი ბანანი, 200 გ შაქარი, 3 კვერცხი, 200 გ ფქვილი, 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 50 გ დაფქული თხილი.

მინანქრისთვის – 100 გ შაქარი, 25 მლ წყალი, 100 მლ ნაღები, 100 გ მწარე შოკოლადი.

მომზადება: 20-24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წავუსვათ 1 ჩ.კ. კარაქი. ბანანი პატარა კუბებად დავჭრათ. ტაფაზე გავადნოთ 4 ჩ.კ. კარაქი და დაჭრილი ბანანი შევბრაწოთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ  მასის ნახევარი მოვათავსოთ ფორმაში. ფქვილი, გამაფხვიერებელი ფხვნილი და თხილი ავურიოთ. დარჩენილი კარაქი გათეთრებამდე გავთქვიფოთ შაქართან ერთად. დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, მშრალი ინგრედიენტები. შევურიოთ დაჭყლეტილი ბანანი და ჩავასხათ ფორმაში. ცომის ზემოდან გადავანაწილოთ დარჩენილი შემწვარი ბანანი და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში. ნამცხვარი ფორმაში შევაგრილოთ და მერე  ამოვიღოთ.  შაქარი და წყალი ავადუღოთ. ცალკე შევათბოთ ნაღები.  როდესაც სითხე ოდნავ ფერს შეიცვლის და შაქარი გაიხსნება, ფრთხილად შევურიოთ ნაღებს. კარგად რომ აირევა, დავუმატოთ შოკოლადის ნატეხები და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. მომზადებული მინანქარი მოვასხათ ნამცხვარს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.